ალეფი

„ალეფი“ ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობებს აერთიანებს. ამ კრებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ავტორის შემოქმედებაში. კრებულის შექმნა მწერლის შთაგონების წყარომ, ესტელ კანტომ განაპირობა. ეს ქალი ბორხესის დიდი სიყვარული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოლობაზე უარი უთხრა. ამ სიყვარულის წყალობით მსოფლიო ლიტერატურამ მეტაფიზიკითა და პოეზიით გაჯერებული კიდევ ერთი საოცარი ნაყოფი შეიძინა.

ბორხესი (1899-1986) ლათინური ამერიკის ახალი ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლია. მისი სახელი უკვე დიდი ხანია, გასცდა სამხრეთამერიკული ქვეყნების საზღვრებს. მან მსოფლიო ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.

ბორხესის შემოქმედება გამორჩეულია როგორც ფორმით, ასევე შინაარსობრივი ინოვაციებით. ის მკითხველს აზროვნებისა და ფანტაზიის სრულიად ახალ, უკიდეგანო საზღვრებს უხსნის.

ბორხესის შემოქმედება სამუდამოდ ასამარებს აქამდე არსებული ტრადიციების ჩარჩოებს.

მარაგშია

14,90 

15 ქულა

მარაგში

  • 2023
  • 192
  • 13.00 X 19.50
  • 9789941371615
  • ქართული
  • 0-200
  • რბილი
  • მოთხრობები