- 2021
- 208
- 13.00 X 19.50
- 9789941371356
- რბილი
- თანამედროვე ლიტერატურა, რომანი
პროფესორის საყვარელი ფორმულა
- მთარგმნელი: თათია მემარნიშვილი
- სერია: ლიტოდისეა
თანამედროვე იაპონელი მწერლის, იოკო ოგავას რომანი „პროფესორის საყვარელი ფორმულა“ ამბავია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მხოლოდ აწმყოთი ცხოვრება და როგორ შეუძლია საიდუმლოებით მოცულ ტოლობებს, მარტოსული ადამიანების ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშიროს. ნაწარმოების მიხედვით 2006 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.
პროფესორი ბრწყინვალე მათემატიკოსია, რომლის მეხსიერება თავის ტრავმის შემდეგ მხოლოდ 80 წუთს გრძელდება. ყოველ დილით ის და მისი ახალგაზრდა, გონიერი მოსამსახურე, რომელსაც 9 წლის ბიჭი ჰყავს, ხელახლა ეცნობიან ერთმანეთს და მათ შორის უცნაური მეგობრობა ყალიბდება.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესორის მოგონებები ყოველი 80 წუთის შემდეგ იშლება, მის ტვინს წარსულიდან ჯერ კიდევ შემოუნახავს ულამაზესი მათემატიკური განტოლებები და მათი ამოხსნის უზადო, დახვეწილი გზები. რიცხვების უსასრულო მწკრივი მოსამსახურესა და მის შვილს უცხო თვალისგან საიმედოდ დაცული პოეტური სამყაროს კარს უღებს.
10,90 ₾
არ არის მარაგში