ფასდაკლება!

კოსმოკომიკური ამბები

„კოსმოკომიკური ამბები“ – 1963-64 წლებში დაწერილი 12 მოთხრობა – პირველად 1965 წელს დაიბეჭდა. მომდევნო, 1967 წლის კრებულს – „ნულოვანი დრო“, ხოლო მესამეს, 1968-ში გამოსულს, „სამყაროს მეხსიერება და სხვა კოსმოკომიკური ამბები“ ერქვა. ქართული გამოცემა პირველი ქართული თარგმანია „კოსმოკომიკური ამბების“ სრული გამოცემისა, რომელიც იტალიაში 1997 წელს გამოვიდა სახელწოდებით – „ყველა კოსმოკომიკური ამბავი“.

მთავარი პერსონაჟი, სახალისო ამბებს გვიყვება სამყაროს წარმოშობაზე, დროისა და კოსმოსის ევოლუციაზე; გვიამბობს ატომის, მოლეკულის, უმარტივესი ცოცხალი ორგანიზმის, მოლუსკის, თევზის, ფრინველის, დინოზავრისა თუ ადამიანის პირით; აღწერს თითქოს რაღაც ძალიან შორეულ და, ამავე დროს, ჩვენ ირგვლივ მომხდარ ამბებს, რომლებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სიყვარულის ამბებია… ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეუძლებელია, საგნებსა თუ მოვლენებს ძველებურად ვუყუროთ, უფრო მეტად არ შევიყვაროთ სამყარო.

კრებულის ავტორი – იტალო კალვინო (1923-1985) მწერალი, ესეისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველა ლიტერატურულ ჟანრში წერდა, ნეორეალიზმიდან პოსტმოდერნამდე.

მარაგშია
ფასდაკლება

16,70 20,90 

მარაგში

  • 2022
  • 413
  • 13.0 X19.5
  • 9789941308390
  • რომანი