- 2022
- 303
- 13.0 X 19.5
- 9789941308468
- რბილი
- მცირე რომანი
ზამთარი
„ზამთარი“ თანამედროვე შოტლანდიელი მწერლის, ალი სმითის მეორე რომანია სეზონური კვარტეტიდან, რომლის პირველ ნაწილს, „შემოდგომას“, უკვე იცნობს ქართველი მკითხველი.
„ზამთარი“ მწერლის მიერ დანახულ დღევანდელობას ასახავს – მტკივნეული პოლიტიკური კონფლიქტებითა და კოლიზიებით, ელექტრონული ტექნოლოგიებით დამძიმებული და გაუცხოებული თანამედროვე ადამიანის სულიერ მდგომარეობას, განსხვავებული აზრის მიუღებლობას, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, უკიდურესობამდე გართულებულ ოჯახურ ურთიერთობებს, რაც, შესაძლოა, მოულოდნელი ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური ძვრების გამომწვევიც კი იყოს. აქ აღმოაჩენთ, რომ ის, რაც თითქოს ზოგადსაკაცობრიო განსაცდელად გამოყურება, თურმე შეიძლება სავსებით ნაცნობი, ახლობელი და ხელშესახები იყოს ჩვენი, ქართული სინამდვილისთვისაც.
13,90 ₾19,90 ₾
მარაგში