- 2018
- 184
- 13.00 X 19.50
- 9789941235856
- რბილი
- რომანი
კასანდრა
ცნობილი გერმანელი მწერალი კრისტა ვოლფი (1929-2011 წწ) მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, თომას მანის პრემიის ლაურეატია; განათლებით იგი არც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო და არც ძველი მსოფლიოს ისტორიისა, მაგრამ ტროელ ნათელმხილველ კასანდრაზე ჩაფიქრებული ნაწარმოების ხორცშესასხმელად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ინტერესით გაეცნო კრეტა-მიკენის კულტურის ძეგლებს, შეისწავლა მითოლოგია და არქეოლოგია. კრისტა ვოლფმა მითიური სიუჟეტი მხატვრულად გადაამუშავა და კასანდრას სახე მითიდან სოციალურ-ისტორიულ კოორდინატებზე გადმოიტანა.
მსოფლიო ლიტერატურაში კასანდრა ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელსაც ეყო.სიმამაცე, მთელი თავისი შინაგანი ძალა მიემართა ომის, ნგრევისა და.ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ.
„…ხილვებს, რომლებიც მას ეუფლება, არაფერი აქვს საერთო ორაკულის.ნაქადაგართან. იგი „ხედავს“ მომავალს, რადგან ჰყოფნის გამბედაობა, სწორად შეაფასოს თავისი.თანადროული მოვლენები…“, – წერს კრისტა ვოლფი.
კრისტა ვოლფის რომანში არ არის პირდაპირი მოწოდებები, იგი არ იძლევა კაცობრიობის.გადარჩენის რეცეპტებს, მაგრამ მითის უნივერსალური ენით აფრთხილებს მოსალოდნელი.საშიშროების წინაშე მდგარ საზოგადოებას.
წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.
10,90 ₾
არ არის მარაგში