ქარიშხალი მარგო

ტრიალი, ნაბიჯი, ტრიალი – ქარიშხალივით ბრუნავს მოცეკვავე მარგო სცენაზე და ყოველი მისი მოძრაობის კვალდაკვალ ნადგურდება დედამიწის ნაწილი. სხვა კონტინენტზე წარმოქმნილი სტიქია, რომელსაც მარგოს არქმევენ, ამოუცნობი კანონზომიერებით იმეორებს ქალის ცხოვრებაში დატრიალებული ამბის დრამატურგიას – ეს წიგნიც სწორედ ადამიანისა და სამყაროს ერთიანობაზე, სიყვარულზე, შიშსა და ძალადობაზეა. ძალადობა მრავალსახიანია და ხშირად ჩვენს ყოველდღიურობაში, კულტურასა თუ ფოლკლორში რომანტიკული საბურველით გვევლინება. მისი მსხვერპლი, შესაძლოა, მხოლოდ ერთი, კონკრეტული ადამიანი იყოს, მაგრამ, სინამდვილეში, ის მთელ საზოგადოებაზე ახდენს დამანგრეველ გავლენას. „მარგოს“ შემდეგ სტიქიისთვის აღარასდროს დაურქმევიათ ქალის სახელი, კაცობრიობის ისტორიაში ესაა ბოლო ქარიშხალი მდედრობითი სქესით.

ეკატერინე ტოგონიძის ნაწარმოებები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. გამოცემული აქვს პროზაული კრებულები და რომანები. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის პრემია „საბა“ (2012). მწერალი მონაწილეობდა წიგნის საერთაშორისო ბაზრობებსა და ლიტერატურულ ფესტივალებში, იყო ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმის სტიპენდიატი (2013, 2017). მისი წიგნები ნათარგმნია ინგლისურ, ჩეხურ, რუსულ, აფხაზურ და გერმანულ ენებზე. 2017 წელს რომანი „ასინქრონი“გამოსცა ავსტრიულმა გამომცემლობამ „SEPTIME“.

არ არის მარაგში

9,90 

არ არის მარაგში

  • 2018
  • 128
  • 13.00 X 19.50
  • 9789941239892
  • რბილი
  • მცირე რომანი