ვისთვის გალობს შაშვი

„ვისთვის გალობს შაშვი“ გადატანილი ტკივილების ამოძახილია. მაგრამ მთელი ცხოვრების გამოცდილების შედეგად, ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ განსაცდელი და განსაკუთრებით საყოველთაო განსაცდელი, მხოლოდ ამძაფრებს სიცოცხლის სიყვარულს და სამყაროს მშვენიერების შეგრძნებას.

პოეზიას და ბუნების სილამაზეს ძალუძს, დააცხროს ყოველგვარი ტკივილი და სულის თავშესაფრად იქცეს, ამისთვის კი ხანდახან ისიც საკმარისია − გაყუჩდე და ყური მიუგდო შაშვის მოულოდნელ გალობას პანდემიით დადუმებულ ქალაქში.

ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მხატვარი ლანა ღოღობერიძე იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია საბჭოთა რეჟიმის დამთრგუნველი ძალა. ბავშვობის ტრავმებმა დიდად განსაზღვრეს მისი შემოქმედება.

მარაგშია

11,90 

12 ქულა

მარაგში

  • 2021
  • 206
  • 13.50 X 19.50
  • 9789941307539
  • რბილი
  • ბიოგრაფიული, ესეისტიკა / დოკუმენტური პროზა