- 2026
- 172
- 14.50 X 21.50
- 9789941379185
- რბილი
- ვერ დაამატებთ "ჰედვიგი" კალათაში, ვინაიდან ეს პროდუქტი ამოიწურა.
- 11+
- მალე
უჩინარი სახლი
ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი სკოლის `ა~ კლასის ამბავი საიდუმლოებითაა მოცული. კლასს, რომელშიც ათი განსაკუთრებული ბავშვი სწავლობდა, თითქოს არც უარსებია,
მის შესახებ სკოლაში ყველა დოკუმენტი გააქრეს. მთებზე აშEენებული ხუთი სახლი, ლიმონის ბაღი, შუალედური სამყარო და წყალქვეშ მოწყობილი ლაბორატორია… რას მალავენ უფროსები? მოსწავლეების შემდეგი თაობა წლების წინ მომხდარი უცნაური ამბის გამოძიებას იწყებს.
მე სოხუმში დავიბადე. როდესაც ქალაქი ბოლოს ვნახე, ზაფხულის მზიანი და მშვიდი დღე იდგა, დიდები თავიანთ საქმეებზე მიდიოდნენ, ბავშვებს არდადეგები Uუხაროდათ. ომი მერე იყო, არ მოვსწრებივარ. მას შემდეგ ბევრი რამ დავწერე, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, ისეთი წიგნი დამეწერა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად იმ ერთი ნათელი დღის შესახებ იქნებოდა.
მგონი, გამომივიდა. (თეა თოფურია)
