ცხოველების ფერმა

ეს „საადგილმამულო ფერმა“, ერთი შეხედვით,  ჩვეულებრივია… სანამ ცხოველები უპასუხისმგებლო, ლოთ მფლობელს, მისტერ ჯოუნსს, არ აუჯანყდებიან.

აჯანყებული ცხოველების მიზანი უთანასწორობის აღმოფხვრა და ფერმის მობინადრეებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. გამჭრიახი ტახების მეთაურობით ისინი ახალი სახელმწიფოს მშენებლობას იწყებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში აჯანყების დიადი მიზნები და იდეალები იცვლება, იერარქია ფერმაში კვლავ ბრუნდება – სახეშეცვლილი, დამახინჯებული ფორმით.

ჯორჯ ორუელის ალეგორიული რომანი „ცხოველების ფერმა“ ძალაუფლებაზე, სიხარბესა და მანკიერ სახელმწიფო მმართველობაზეა. წიგნი არასოდეს კარგავს აქტუალურობას და ნებისმიერ ასაკში საინტერესო საკითხავია; ხოლო ეს გამოცემა, რომელიც კრის მოულდის შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაფორმებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველს მოხიბლავს.

ილუსტრაციების ავტორი: კრის მოულდი

მარაგშია

15,90 

16 ქულა

მარაგში

  • 2024
  • 160
  • 15.30 X 23.40
  • 9789941375347
  • რბილი