- 2024
- 13 X 19.5
- 9789941376016
- რბილი
თამაში გრძელდება
მერაია უაიეთი განქორწინებული და მეგობრებისგან იზოლირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც სრულიად დაცლილია სურვილებისა და მოტივაციისგან. იგი იმ თაობის ტიპური განსახიერებაა, რომელიც ჭარბმა თავისუფლებამ დააავადა და ემოციებისგან განძარცვა.
ჯოან დიდიონის ეს პატარა რომანი გვიანდელი 60-იანი წლების ამერიკული ცხოვრების წესს აშიშვლებს და მთელი თაობის განწყობას წარმოგვიდგენს: საზოგადოება გაბეზრებულია,
მოწყენილია, იმედგაცრუებულია, რაზეც ავტორი მკითხველს დაუნდობლად მოუთხრობს.
მოქმედება ვითარდება კარგისა და ცუდის მიჯნაზე – ჰოლივუდში, ლას ვეგასსა და მოჰავეს უდაბნოს მწირ ხრიოკებში, რაც წიგნის ხასიათსაც ძერწავს და მონათხრობსაც ჰმატებს სიმძაფრეს. გამოსვლიდან ამდენი წლის შემდეგაც წიგნი უკიდურესად შეგრძნებითია, რაც მერაია უაიეთის ამბავსა და კრიზისში აღმოჩენილი ნაღები საზოგადოების ჯურღმულში გვექაჩება და გვითრევს.
„რატომაა იაგო ბოროტი? – იკითხავს ზოგი.
მე ამ კითხვას არასოდეს ვსვამ“
13,50 ₾16,90 ₾
მარაგში