• 0+

ჭიტა! – აი, რას ხედავს ჩვილი

„ახალშობილის მხედველობის სიმახვილე 5%-ს არ აღემატება. ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს, ლაპარაკს… ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი დაბადებიდან 6 თვეა, როცა მხედველობის სიმახვილე მნიშვნელოვნად, თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების აღქმისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება. ასეთი წიგნები, რომლებიც გაფორმებულია იოლად აღსაქმელი შავ-თეთრი, ასევე, კაშკაშა ფერადი, მარტივი ფიგურებით, არა მხოლოდ ჩვილის ყურადღებას მიიპყრობს, არამედ მეტად ააქტიურებს თავის ტვინის მხედველობით ცენტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც ვიზუალური, ასევე ზოგადი განვითარების პროცესის სწორი და დროული წარმართვისთვის“.

არ არის მარაგში

10,90 

არ არის მარაგში

  • 2023
  • 10
  • 33.20 X 16.00
  • 9789941373015
  • მაგარი