ფასდაკლება!

სწრაფი, ღამისიერი

კიბერპანკ რომანი „სწრაფი, ღამისიერი“ ექსპერიმენტული პროზის ნიმუშია. მასში მოვლენები მომავლის თბილისსა და ფაზისში ვითარდება.

როგორი იქნებოდა დეკარტი, ციფრულ პერსონაჟად რომ დაბადებულიყო?

ვინ და როგორ იპარავს ვიდეოთამაშების პერსონაჟებს და რატომ არის შავ ბაზარზე ასეთი მოთხოვნა მათზე?

შეიძლება თუ არა, ერთხელაც სამყარო უბრალოდ გაითიშოს ტელევიზორივით?

მწერალი, პოეტი, გეიმდიზაინერი და ბლოგერი ზურა ჯიშკარიანი დაიბადა სოხუმში. იგი აწყობდა პერფორმანსებს, გამოფენებს.  ქმნიდა ციფრულ ინტერაქტიულ საფლავებს. იგი ავტორია პირველი ქართული ჩეტბოტისა „კიბერგალაკტიონი“. გარდა ამისა, მას ეკუთვნის სტარტაპი, სადაც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ.

„სწრაფი, ღამისიერი“ ზურა ჯიშკარიანის რიგით მეორე რომანია. პირველი რომანი „საღეჭი განთიადები“ ორი ლიტერატურული პრემიის მფლობელია.

მარაგშია
ფასდაკლება

10,40 13,90 

მარაგში

  • 2022
  • 179
  • 13.00 X 19.50
  • 9789941371608
  • რბილი
  • საახალწლო ფასდაკლება
  • თანამედროვე ლიტერატურა, მისტიკა, რომანი