ფასდაკლება!

სოციოლოგია – ძალიან მოკლე შესავალი

სამეცნიერო რედაქტორი რატი შუბლაძე​

ბრძნული, ინფორმაციული და თავშესაქცევი. ყველამ, ვისთვისაც ეს დარგი ახალია, სოციოლოგიის გაცნობა ამ წიგნით უნდა დაიწყოს“.

პროფესორი გორდონ მარშალი, ბრიტანეთის აკადემიის წევრი

„სტივ ბრიუსი შესანიშნავი მეგზურია: დარგს იცნობს, იცის , რა არის მნიშვნელოვანი და ისიც, ამბავ ს როგორ მოჰყვეს. იშვიათ შედეგს ვიღებთ: წიგნს სოციოლოგიაზე, რომელსაც ხელიდან ვერ გააგდებთ“.

დევიდ ვოუსი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი

სოციალური კლასის, დანაშაულისა და ნორმიდან გადახრის, განათლების, ბიუროკრატიზმის, რელიგიური და პოლიტიკური დაყოფის კვლევებზე აგებული ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ გვიხსნის სოციოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს, თან ითვალისწინებს, როგორ აყალიბებს ინდივიდს საზოგადოება და პირიქით. ამ ახალ გამოცემაში სტივ ბრიუსი აზუსტებს სოციოლოგიის, როგორც დარგის ბუნებას. იცავს რა „მეცნიერებას“ საკუთრივ სოციალურ მეცნიერებებში, ავტორი ამტკიცებს: ვიდრე სოციოლოგიას განსაზღვრავს ახალი დღის წესრიგი და იდეები, არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა ობიექტური, მიუმხრობელი სოციალური ანალიზი.

სტივ ბრიუსი საერთაშორისოდ აღიარებული რელიგიის სოციოლოგია. 1978-1991 წლებში ასწავლიდა ქუინსის უნივერსიტეტში, ბელფასტში. 2001 წლიდან აბერდინის უნივერსიტეტში სოციოლოგიის პროფესორია. 2003 წელს ბრიტანეთის აკადემიის, 2005 წელს კი ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს. სტივ ბრიუსი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორისაა: „სეკულარული ამარცხებს სულიერს“ (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017), „ბრაიან უილსონის რელიგია სეკულარულ საზოგადოებაში: 50 წლის შემდეგ“ (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016), და „შოტლანდიელი ღმერთები: რელიგია თანამედროვე შოტლანდიაში“ (ედინბურგის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014).

 

 

მარაგშია
ფასდაკლება

5,50 10,90 

მარაგში

  • 2019
  • 157
  • 11.10 X 17.40
  • 9789941302855
  • რბილი
  • სამეცნიერო-პოპულარული, შემეცნებითი