ფასდაკლება!

სიკვდილის ლურჯი ეკრანი

ყველაფერი „პლანეტის ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრებისგან მოშორებით, იმერეთის ერთ პატარა სოფელში, ერთ უცნაურ კაცთან საუბრის შემდეგ“ იწყება…
ყველას გინახავთ სიკვდილის ლურჯი ეკრანი. უფრო მეტად ცნობილია მისი ინგლისური სახელწოდება BSOD (A Blue Screen of Death). ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა აპარატული ან პროგრამული შეცდომების შედეგად ვეღარ ფუნქციონირებს, „იჭედება“ და არსებობს ერთადერთი გამოსავალი – კომპიუტერის გადატვირთვა. დაახლოებით ასეთი რამ ემართება რომანის მთავარ გმირს, რომელსაც საოცარი ამბავი გადახდება თავს. ეს სამუდამოდ შეცვლის მის მსოფლმხედველობას და, მისმა თავგადასავალმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსოფლიოც შეცვალოს.

ირაკლი მაჩიტაძე პროფესიით ჟურნალისტია, ცნობილი ქუთაისური რადიოსადგურის, „ძველი ქალაქის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მედიაში საქმიანობის ოცდაათწლიანი გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა ავტორს საშუალებას აძლევს, დინამიკური, დამაინტრიგებელი ამბავი შემოგთავაზოთ. მისი რომანის გმირები თანამედროვე, ამბიციური და ავანტიურისტული ბუნების ადამიანები არიან. „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ ირაკლი მაჩიტაძის სადებიუტო რომანია.

მარაგშია
ფასდაკლება

8,30 11,90 

მარაგში

  • 2022
  • 171
  • 13.0X19.5
  • 9789941371288
  • რბილი
  • რომანი