შვილობილი

ნაწარმოების მოცულობას საერთო არაფერი აქვს აზრის სიღრმესთან და ზემოქმედების ძალასთან. „შვილობილი“ ამის მორიგი მტკიცებულებაა.

ეს ემოციური ამბავი ირლანდიაში, უექსფორდში ხდება. ოჯახის დიასახლისი მორიგ ჯერზე დაორსულდა. ხელმოკლეობის გამო ერთ-ერთი გოგონა დროებით შორეულ ნათესავებს მიაბარეს.

გოგონამ არ იცის, როდის დაბრუნდება სახლში. ბავშვის უცხო ადამიანებთან გაგზავნის იდეა უცნაური და სასტიკი ჩანს. თუმცა ოჯახს სხვა გამოსავალი არ აქვს. ფინანსური გაჭირვების გამო იძულებულია, ასე მოიქცეს.

უცხო ოჯახში ბავშვი გარემოცულია სითბოთი და სიყვარულით. მსგავსი რამ აქამდე არასდროს ჰქონია. ის ნელ-ნელა პოულობს სულიერ სიახლოვეს უცხო ადამიანებთან.

მაგრამ საიდუმლო მჟღავნდება და უცებ გოგონა აღმოაჩენს, თუ როგორი მოჩვენებითი იყო მისი იდილია.

კლერ კიგანი ირლანდიელი მწერალია. ცნობილია მცირე ზომის რომანებით. „ასეთი წვრილმანები“ 2022 წელს ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა.

მარაგშია

8,90 

9 ქულა

მარაგში

  • 2024
  • 80
  • 13.00 X 19.50
  • 9789941375170
  • რბილი
  • დრამა, რომანი