- 2021
- 186
- 13.50 X 19.50
- 9789941306976
- რბილი
- საახალწლო ფასდაკლება
- მოთხრობები
შრომა, გურია
სოფელ შრომის მცხოვრები რიჩარდ მუჯირი, მას მერე, რაც წინა საღამოს სახლში არმობრუნებულ ძროხას ტყეში დაგლეჯილს იპოვის, აბსურდულ ამბავში ეხვევა. დაზღვეული საქონლისთვის კომპენსაცია ეკუთვნის, თუმცა სადაზღვევო კომპანიას გაუგონარი მოთხოვნები აქვს.
მოთხრობაში – „შრომა, გურია“ – ამ უჩვეულო თავგადასავლის ფონზე იშლება პერსონაჟთა ისტორია და მათი პორტრეტები.
მეორე მოთხრობა – „გუგა არჩვაძის რეპეტიცია“ – გვიყვება სკოლის მოსწავლეზე, რომელსაც მის გარშემო არსებული აპოკალიფსური რეალობაც კი ვერ ავიწყებს პირად განცდებსა და იმედებს, მრავალი მოზარდისთვის ნაცნობი პრობლემებით სავსე ცხოვრებას…
მიხეილ ციხელაშვილი, რომელიც მკითხველმა გაიცნო მიხეილ იოჰანის ფსევდონიმით გამოქვეყნებული რომანით „მიბრუნება“,
ახალ კრებულში თავისებური, ერთდროულად მსუბუქი და ემოციური თხრობით გვიხატავს გურიის სოფლისა თუ დედაქალაქის უბრალო მცხოვრებლების ნაცნობ რეალობას.
„პირველ მოთხრობაში გურული პასტორალური ამბით ვიხალისე, მეორეგან კი მოულოდნელი ურბანული მძიმე ტრაგედია დამხვდა… ერთმანეთისგან განსხვავებული ეს ორი მოთხრობა მსუბუქად იკითხება, ამავდროულად, მკითხველში მძაფრ ემოციებს აღძრავს.“
ბესო სოლომანაშვილი
„გუგა არჩვაძის რეპეტიცია“ საუკეთესო რეპეტიციაა წარმოსახვისთვის – წარმოიდგინოთ, თუ როგორ ნაწილ-ნაწილ ქრება და ასფალტის ველად იქცევა თბილისი (გეცნოთ?) და საუკეთესო მოგზაურობაც კაცად შედგომის მტკივნეულ გზაზე, თანმდევი ტაბუებით და შფოთვებით.“
თამთა მელაშვილი
7,10 ₾11,90 ₾
მარაგში