საზარელი სამხერხაო

მთარგმნელი: ლაშა გველესიანი

ძვირფასო მკითხველო,
დიდი იმედი მაქვს, ამ წიგნის წაკითხვა თავშესაქცე ვად არ განგიზრახავთ. და თუ ვცდები, გირჩევთ, მყისვე გაუშვათ მას ხელი, იმიტომ, რომ ყველა იმ წიგნიდან, რომლებიც ობოლ ბოდლერთა უიღბლო ცხოვრებას ეძღვნება, „საზარელი სამხერხაო“ ალ ბათ ყველაზე გულისმომკვლელი გამოვიდა: ვიოლეტ, კლაუს და სანი ბოდლერებს სამუშაოდ გაამწესებენ ქალაქ პოლტრივილის სამხერხაოში, სადაც მათ ყოველი მორისა და ფიცრის უკან უბედურება და განსაცდელი ელით.

ამ წიგნის ფურცლებზე შეხვდებით ისეთ უსიამოვნო რაღაცებს, როგორებიცაა მარწუხებიანი მანქანა, საზიზღარი ლაზანია, კვამლისთავა კაცი, ჰიპნოტიზიორი, უბედური შემთხვევა, რომელიც ტრავმით დასრულდა…
მე დაგპირდით, ამ სამი საბრალო ბავშვის ისტორიას სრულად აღვწერ-მეთქი, მაგრამ თქვენ არაფერსაც არ დამპირებიხართ. ასე რომ, თუ უფრო მხიარული ამბებისკენ მიგიწევთ გული, არ მოგერიდოთ, საკითხავად რამე სხვა შეარჩიეთ.

პატივისცემით,

ლემონი სნიკეტი

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

არ არის მარაგში

9,90 

არ არის მარაგში

  • 2018
  • 164
  • 12.50 X 18.00
  • 9789941239540
  • მაგარი