• 8+

საბავშვო ბიბლია

ცნობილია, რომ ბიბლია 1600 წლის განმავლობაში იწერებოდა სამ, ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენაზე. მას სხვადასხვა ადგილასა და სხვადასხვა დროში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ფენიდან გამოსული ორმოცზე მეტი ავტორი ჰყავს.

ბიბლია ქრისტიანების წმინდა წიგნია, მას წმინდა წერილსაც უწოდებენ. შედგება ორი ნაწილისაგან: ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. ძველ აღთქმაში მოთხრობილია სამყაროს შექმნა და ადამიანთა ცხოვრება მაცხოვრის დაბადებამდე, ხოლო ახალი აღთქმა მოგვითხრობს მაცხოვრის – იესო ქრისტეს ცხოვრებას, ჯვარ­ცმასა და ამაღლებას.

ძველი აღთქმა 65, ხოლო ახალი აღთქმა 27 წიგნისაგან შედგება. ცნობილია, რომ წიგნებს შორის ბიბლიას ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს და ყველაზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

საუკუნეების განმავლობაში, სანამ ადამიანი საბეჭდ მანქანას გამოიგონებდა, ბიბლიის ტექსტს ხელით წერდნენ. ყველა გადამწერი დიდ დაკვირვებასა და გულმოდგინებას იჩენდა, რათა ტექსტი, მისი ყოველი აბზაცი და ყოველი ასოც კი ზუსტად ყოფილიყო გადაწერილი. ამისათვის საგანგებო წესებიც კი იყო დადგენილი…

მას შემდეგ, რაც პირველი სტამბა დაარსდ­ა, პირველი წიგნი, რომელიც იქ დაიბეჭდა, სწო­რედ ბიბლია იყო.

თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცისა და დედამიწის მასალა… პირველ დღეს უფალმა ბრძანა: იქმნას ნათელი! და იმწამსვე გამობრწყინდა ნათელი… უფალმა ბრძანა: გაჩნდეს ცა! და თვალის დახამხამებაში დედამიწას მოლურჯო გუმბათივით გადაეკრა ცა… უფალმა გააჩინა ცის მნათობები: მზე, მთვარე და ვარსკვლავები… ყველა სხვა ქმნილება ღმერთმა გააჩინა სიტყვით, ანუ ბრძანებით. ადამიანის შექმნა კი სხვაგვარად ინება…

ამ წიგნში მოთხრობილი ძველი და ახალი აღთქმის მოკლე ისტორია შედგენილია იაკობ გოგებაშვილის „საღმრთო ისტორიისა“ და არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილის „ძველი აღთქმის საღვთო ისტორიისა“ და „ახალი აღთქმის მოკლე ისტორიის“ მიხედვით.

 

მარაგშია

29,90 

30 ქულა

მარაგში

  • 2017
  • 192
  • 22.00 X 28.00
  • 9789941238567
  • მაგარი