რუსული 9

მოსწავლის წიგნი

სასწავლო მეთოდური კომპლექსი “Класс! 9» ახალი ტიპის სახელმძღვანელოა, რომელშიც გაერთიანებული რუსულის, როგორც უცხოურო ენის სწავლების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები.

მოსწავლის წიგნში თემები დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებაში აქტიურად გამოყენებულ კომუნიკაციურ სიტუაციებთან და წარმოდგენილია საქართველოს ტრადიციებსა და ყოფასთან შედარებებით. ეს მასწავლებელს საშუალებას აძლევს ჩატაროს საინტერესო გაკვეთილები არა მარტო ენის შესწავლის კონტექსტში, არამედ კულტურის შესაცნობად, ხოლო მოსწავლეს კი საკუთარი და უცხო კულტურის პატივისცემას გამოუმუშავებს.

გრამატიკული მასალა განიხილება დეტალურად და წარმოდგენილია პრაქტიკული გრამატიკის მაგალითებზე, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების წერითი და ზეპირი კომუნიკაციური უნარების განვითარებას.

მოსწავლის რვეული

სამუშაო რვეულში წარმოდგენილი ცხრილები და სავარჯიშოები ხელს უწყობს მოსწავლეებში  მასალის საფუძვლიანად შესწავლას და სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალის განმტკიცებას.

მასწავლებლის წიგნი

მასწავლებლის წიგნში მოცემულია თემატური მატრიცები, რომლებშიც დეტალურად და თანმიდევრულად არის აღწერილი მოსწავლეთა ცოდნის კონსტრუირების ეტაპები და  კომპლექსური დავალებები. თითოეული კომპლექსური დავალების პირობა ისეა შედგენილი, რომ ემსახურება სტანდარტის მიხედვით განსაზღვრული სამიზნე ცნების დამუშავებას და მასწავლებელს საშუალებას აძლევს შეაფასოს მოსწავლე სოლო ტაქსონომიის მიხედვით. მასწავლებლის წიგნშია თავმოყრილი ელექტრონული და სხვა რესურსები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვაში. აქვეა მოცემული მოსწავლეთა განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკები, ოთხი ტესტური სახის დავალება, რომელიც ამოწმებს მოსწავლეთა ცოდნასა და უნარებს ენის სწავლების ყველა მიმართულებით.

მარაგშია

5,00 15,00 

5-15 ქულა
  • 2022
  • 80-165
  • რბილი ყდა
  • 21.00 X 29.70
  • 9789941370397; 9789941370403; 9789941370410