ყაზბეგი – ქართულის რვეულები

წიგნიდან “ყაზბეგი – ქართულის რვეულები” გაიცნობთ ყაზბეგს… ფუფუნებაში გაზრდილსა და სიღატაკეში გარდაცვლილ მწერალს. არადა, ერთ დროს უფლისწულის შესაფერისად ცხოვრობდა – ყველა ახირებას უსრულებდნენ. მერე და მერე კი მისი ყველაზე ახლო მეგობარი მაიმუნი ჟაკო გახდა. თანდათან საქმე იქამდეც მივიდა, რომ ახლობლები შემოეცალნენ, შინაც კი აღარ უშვებდნენ. სულ მარტო დარჩა, ჯერ მაიმუნის ამარა და ბოლოს მის გარეშეც.

„ქართულის რვეულები“ საუკეთესო არჩევანია მოსწავლეებისთვის. სერია აერთიანებს საინტერესო ამბებსა და გამორჩეულ ფოტომასალას კლასიკოს ქართველ მწერლებზე, ხელოვანებსა და საზოგადო მოღვაწეებზე. პროფესიით ისტორიკოსი მწერალი აკა მორჩილაძე მხატვრულად მოგვითხრობს ამბებს, რომლებიც ისტორიულ-ბიოგრაფიულ წიგნებზე მუშაობისას გონებაში დაელექა. მისი ტექსტები განსხვავდება ფაქტებითა და თარიღებით გაჯერებული სტანდარტული ბიოგრაფიებისგან. „ეგებ ამ ნაწერებში ბევრი რამ ზუსტი არ იყოს, მაგრამ ამბად ასე დამრჩა გონებაში და აღარ გამოვედევნე. მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება“.

არ არის მარაგში

10,90 

არ არის მარაგში

  • 2020
  • 159
  • 12.00 X 18.00
  • 9789941306594
  • რბილი
  • ესეისტიკა / დოკუმენტური პროზა