ქართული, როგორც მეორე ენა 7

მოსწავლის წიგნი

ქართული, როგორც მეორე ენა 7 (მოსწავლის წიგნში) წარმოდგენილია როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კულტურული რეალიებიდან აღებული საკითხები და საქართველოს ეთნიკური უმცირესობების კულტურული თავისებურებები. მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით დამუშავებული საინტერესო თემატიკის მასალა უზრუნველყოფს ქართულ ენაზე:

  • მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრებას
  • გრამატიკული კომპეტენციის განვითარებას

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირეთ აქ.

სავარჯიშოების რვეული

ქართული, როგორც მეორე ენა 7 (სავარჯიშოების რვეული) მოცემული აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარება წიგნში შემოთავაზებული დავალებების სიღრმისეულად გააზრებაში. სავარჯიშოები ითვალისწინებს:

  • საკითხავი და მოსასმენი ტექსტების დამუშავებას
  • წერითი და ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას.

რვეულში მოსწავლეებს შეუძლიათ ჩანაწერებისა და ჩანახატების გაკეთება და, როგორც ინდივიდუალური, ასევე წყვილებსა თუ ჯგუფში მუშაობა.

მასწავლებლის წიგნი

ქართული, როგორც მეორე ენა 7 (მასწავლებლის წიგნში) მოცემულია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი რეკომენდაციები ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლა-სწავლების პროცესისთვის. დეტალურადაა ახსნილი, როგორ უნდა შესრულდეს წიგნსა და რვეულში შემოთავაზებული დავალებები და სავარჯიშოები.

თითოეული თემის დამუშავებისას შემოთავაზებულია კონკრეტული კომპეტენციების შეფასების რუბრიკები, რომლებიც მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასებისთვის. ასევე, წარმოდგენილია შემაჯამებელი ქვიზების ნიმუშები და საშინაო დავალების შესაძლო ვარიანტები.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირეთ აქ

მარაგშია

12,00 

12 ქულა
  • 87-228
  • 9789941308154; 9789941308161; 9789941308178