- 2022
- რბილი
- 9789941370489; 9789941370496;
ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის 10
მოსწავლის წიგნი
მოსწავლის წიგნში წარმოდგენილია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით დამუშავებული საინტერესო თემატიკის სასწავლო მასალა, რაც უზრუნველყოფს ქართულ ენაზე მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და გრამატიკული კომპეტენციის განვითარებას.
შემოთავაზებულია როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კულტურული რეალიებიდან აღებული საკითხები და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, თვითონ საქართველოს ეთნიკური უმცირესობების კულტურული თავისებურებები.
მოსწავლის რვეული
სავარჯიშოების რვეულში მოცემული აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარება წიგნში შემოთავაზებული დავალებების სიღრმისეულად გასააზრებლად. სავარჯიშოები ითვალისწინებს, ერთი მხრივ, საკითხავი და მოსასმენი ტექსტების დამუშავებას, მეორე მხრივ, წერითი და ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას.
რვეულში მოსწავლეებს შეუძლიათ ჩანაწერებისა და ჩანახატების თავისუფლად გაკეთება, როგორც ინდიდვიდუალური, ასევე წყვილებში და ჯგუფური მუშაობის ფორმატში.
მასწავლებლის წიგნი
მასწავლებლის წიგნში გთავაზობთ ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ზოგად რეკომენდაციებს ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლა-სწავლების პროცესისთვის. გარდა ამისა, დაწვრილებითაა ახსნილი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს წიგნსა და რვეულში შემოთავაზებული დავალებები და სავარჯიშოები საგაკვეთილო სიტუაციებში.
თითოეული თემის დამუშავებისას შემოთავაზებულია კონკრეტული კომპეტენციების შეფასების რუბრიკები, რომლებიც მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასების მიზნით. ასევე, წარმოდგენილია შემაჯამებელი ქვიზების ნიმუშები და საშინაო დავალების შესაძლო ვარიანტები.
მასწავლებლის წიგნში პედაგოგები ნახავენ რეკომენდაციებს დიფერენცირებული სწავლებისა და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ჩანერგვის შესახებ, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა სათანადო ჩართულობასა და მაღალ შედეგებს.
14,00 ₾