- 2020
- 328
- 14.50 X 21.50
- 9789941371394
- რბილი
პოლიანა
ამ წიგნის მთავარი გმირია პოლიანა, თერთმეტი წლის ობოლი გოგონა, რომელსაც იშვიათი უნარი აქვს – ყველაფერში, რაც ირგვლივ ხდება, რაღაც სასიხარულო იპოვოს; და, რაც მთავარია, შეუძლია სხვებსაც ასწავლოს, როგორ უნდა უხაროდეთ მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდადაა. პოლიანამ მთელი ქალაქი ჩააბა „სიხარულობანას“ თამაშში და ადამიანებს დიდი ხნის წინ დაკარგული სიხარულის განცდა დაუბრუნა.
მაგრამ ერთხელ პოლიანას ცხოვრებაში დგება ნამდვილი განსაცდელი, როცა მან აღარ იცის, რა უნდა უხაროდეს. როგორ გაუმკლავდება გოგონა ამ განსაცდელს, წაიკითხავთ ამერიკელი მწერლის, ელინორ პორტერის წიგნში, რომელიც პირველად
1913 წელს გამოვიდა და რომლის მთავარი გმირი, პოლიანა, დღემდე რჩება სიკეთისა და ოპტიმიზმის სიმბოლოდ.
12,90 ₾
მარაგში