- 76
- 9789941375774; 9789941375781
- რბილი
ფიზიკა 8 საერთაშორისო სკოლებისთვის
საბაზო საფეხურზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ინოვაციური კურსი მოიცავს ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის საკითხებს, რომლებიც ახსნილია მოსწავლისათვის გასაგები ენით, ვიზუალურად მარტივად აღსაქმელია, მოსწავლე ეცნობა სამივე საგნის საფუძვლებს. მასალის მოცულობა და სირთულე შეესაბამება ასაკობრივი ჯგუფის ინტერესებსა და თავისებურებებს.
თითოეული საკითხი განხილულია რეალურ ცხოვრებასთან კავშირში, რაც 21-ე საუკუნის სწავლა-სწავლების აუცილებელი მოთხოვნაა. ასეთი მიდგომა ეხმარება მოსწავლეს, დაინახოს ამა თუ იმ საკითხის მიმართება რეალურ ცხოვრებასთან და, ამდენად, საჭიროებაც. სხვადასხვა საკითხის შესახებ ინფორმაცია მოცემულია გასაგებად და, რაც მთავარია, ინტერდისციპლინურ ჭრილში. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეებში საკითხის სისტემურ განხილვას და საგანთაშორისი კავშირების დადგენას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოებში უხვად არის განხილული STEM აქტივობები. წიგნი შედგენილია იმგვარად, რომ თეორიულ მასალას თან ერთვის პრაქტიკული აქტივობები, რომელთა განხორციელება არის მარტივი, უსაფრთხო და არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს. ისინი უვითარებენ მოსწავლეს კვლევითი სამუშაოს ჩატარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. მასალა მოცულობითია, მაგრამ შინაარსობრივადაც და ტექნიკურადაც ადვილად აღსაქმელია. თითოეული თემის დასაწყისში ყურადღება გამახვილებულია სასწავლო მიზნებზე, საკვანძო ტერმინებზე, რაც ეხმარება მოსწავლეს ცოდნის აგებასა და ორგანიზებაში.
სახელმძღვანელო ეხმიანება სამ მთავარ კითხვას: რას სწავლობს? როგორ სწავლობს? რატომ სწავლობს? წიგნის მთავარი ღირსება ისიცაა, რომ მასალა გადმოცემულია მარტივი ენით, მარტივად გვაჩვენებს მეცნიერების კავშირს რეალურ ცხოვრებასთან, მოსწავლე სწავლობს კეთებით და ორიენტირებულია როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ მუშაობაზე. სახელმძღვანელოში მოცემული კვლევითი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში ახალი მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბებას.
მარაგშია
8,00 ₾ – 9,00 ₾
8-9 ქულა