ფასდაკლება!

ნიუტონას დღიური

„ნიუტონას დღიური“ სამი ლიტერატურული თხზულებისგან შედგება: „ნიუტონას დღიური“, „მიწა“ და „მკვდარი ქალაქის ჩანაწერები“.

კრებულის ავტორი, ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი, გაზეთ „7 დღის“ კორესპონდენტი იყო აფხაზეთის ომში. სწორედ ომის შთაბეჭდილებებით, გამოცდილებითა და განცდებით არის შექმნილი მისი მოთხრობები.

ამ კრებულში ჩანს, როგორი გავლენა მოახდინა ომმა და ომის შემდგომმა პერიოდმა ჟურნალისტზე, რომელიც ომის პირველ დღეებში მხოლოდ საკუთარი ხალხის სიმართლეს ხედავდა. ამ გამოცდილებამ, ომის გზაზე შეხვედრილი ადამიანების ისტორიებმა, ომის შემდეგ გაგრძელებულმა ძიებებმა მას დაანახა, რომ სახელმწიფოს შიდა ომებში მართალი მხარე არ არსებობს. მოთხრობების პერსონაჟი ჯარისკაცები უყოყმანოდ იხოცებიან სამშობლოსთვის, მაგრამ იმასაც აღიარებენ, რომ მათი თანამებრძოლების ერთი ნაწილი სასტიკად და უსამართლოდ ექცევა აფხაზებს, არანაკლებ, ვიდრე აფხაზები ექცევიან ქართველებს.

ლიას მოთხრობების გმირები ჰყვებიან აფხაზების ავკაცობაზე, მაგრამ ჰყვებიან მათ მიერ გაკეთებულ სიკეთეებზეც; ჰყვებიან აფხაზების მიერ გაჟლეტილ ქართველებზე, მაგრამ ჰყვებიან ქართველების მიერ მიწასთან გასწორებულ აფხაზურ სოფლებზეც.

კრებულიდან აღებული სიუჟეტები და თემები – ორი მხრიდან დანახული ომი და ჟურნალისტის მეტამორფოზა – საფუძვლად დაედო რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმს „იარე, ლიზა.“ სცენარის ერთ-ერთი ავტორი ნანა ჯანელიძესთან ერთად ლია ტოკლიკიშვილია.

მარაგშია
ფასდაკლება

8,30 11,90 

მარაგში

  • 2023
  • 166
  • 13.5 X 19.5
  • 9789941372865
  • რბილი
  • დღიური, მოთხრობები