მოგზაურობა სიზმარეთში ანუ გიორგის და ანასტასიას არაჩვეულებრივი თავგდასავალი

გიორგი და ანასტასია წითელი აგურის პატარა, კოხტა სახლში ცხოვრობენ. ძალიან უყვართ ზღაპრები, განსაკუთრებით ჯადოქრებზე, ურჩხულებსა და პრინცესებზე. ხშირად დაქრიან ოთახებში სათამაშო ხმლებით, სახაზავებით, საბერტყი ჯოხებით და ეომებიან წარმოსახვით `ბოროტებს~. ხან ჩხუბობენ კიდეც და უფროსებსაც აბრაზებენ.

ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი ბავშვები არიან…

ერთ დღესაც ამ ონავარ ბავშვებს ფერია გამოეცხადებათ და საოცარი ქვეყნის, სიზმარეთის შესახებ უამბობს…

ამ ქვეყანაში თურმე ჯადოქრები, ჭინკები, ქაჯები, მაქციები, ვამპირები და სხვა უცნაური არსებები ბინადრობენ.

მათ შორის ყველაზე საშიში იდუმალ-ავბედითი ქვეყნის, შავეთის იმპერატორი საურ-მაგია, რომელსაც განუზრახავს, სრულიად სიზმარეთის იმპერატორი გახდეს და ყველგან წყვდიადის მეუფება დაამყაროს, მერე კი დედამიწასაც შემოუტიოს და მთელ მსოფლიოს დაეპატრონოს.

ბავშვებს ზუსტად სამი დღე და სამი ღამე აქვთ ჯადოსნური სიზმარეთისა და დედამიწის გადასარჩენად.

მარაგშია

11,90 

12 ქულა

მარაგში

  • 2024
  • 264
  • 10.40 X 13.70
  • 9789941372063
  • რბილი