მხიარული ამბები პატარებისთვის
გააცანით გულუბრყვილო გრუფალო და ონავარი ტოპო-ტიპი თქვენს ბავშვებს და მათი მხიარული და კეთილი ამბები აუცილებლად შეუყვარდებათ.
შეგახსენებთ, კომპლექტში წიგნები მოცემულია ფასდაკლებით.
ტოპო-ტიპი და მეგობრები
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი და მეგობრები“ ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს და ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – ძუნწობს, ბრაზობს ან ებუტება თავის მეგობრებს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს.
მარაგში
გრუფალო და სხვა ამბები
პატარა ამბების მორიგი წიგნია „გრუფალო და სხვა ამბები“
„ - რა გრუფალო, რის გრუფალო?
- რა არ გაგიგონია?“
ჰკითხეთ თქვენს პატარებს, მათ თუ გაუგონიათ. გააცანით გრუფალო და ეს ძალიან გულუბრყვილო, სასაცილო არსება უთუოდ შეუყვარდებათ. გრუფალოს მხიარულ ამბებთან ამ ფერად წიგნში პატარა გრუფალიკოს, „წიგნისჭია“ ჩარლი ბინის, კოპწია, კეთილი ახმახისა და სხვების საინტერესო ამბებსაც წაიკითხავთ.
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს კრებული ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს. მათგან ზოგი გარითმულია, რაც პატარებს სიუჟეტის უკეთ აღქმასა და დამახსოვრებას გაუადვილებს.
ილუსტრატორი: აქსელ შეფლერი
მარაგში
Original price was: 39,80 ₾.27,86 ₾Current price is: 27,86 ₾.