მათემატიკა 6

მოსწავლის წიგნი

მათემატიკა 6 მოსწავლის წიგნი მოიცავს პარაგრაფებს, რომლებსაც ახლავს „ტესტები თვითშემოწმებისათვის“ და დამატებითი სავარჯიშოები.

ისინი ერთი მხრივ, ემსახურება გავლილი მასალის გამყარებას და ღრმად გააზრებას, ხოლო – მეორე მხრივ, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მოამზადებს მათემატიკის „სილამაზის“, ლოგიკისა და თანმიმდევრულობის აღსაქმელად.

არასტანდარტულად დასმული ამოცანა ან შეკითხვა მოსწავლის მხრიდან იწვევს ერთგვარ შიშს, თუ ის ამას მიჩვეული არ არის.

ამგვარი ამოცანების დაძლევა და სირთულეების გადალახვა მოსწავლეში ზრდის თავდაჯერებულობას, აცხოველებს ინტერესსა და მათემატიკის სიყვარულს.

ამის გათვალისწინებით, მე-6 კლასში მოსწავლის წიგნში შევიდა არასტანდარტული ამოცანები.

ეს ამოცანები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესის გაღვიძებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, პრობლემებისადმი სხვადასხვა მიდგომას.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მოსწავლის რვეული

მათემატიკა 6 მოსწავლის რვეული შეიქმნა მათემატიკის გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორების მიერ.

რვეულის სავარჯიშოები თანმიმდევრობით მიჰყვება მოსწავლის წიგნის პარაგრაფებს და გათვლილია როგორც კლასში, ისე სახლში სამუშაოდ.

შესაბამისად, რვეულების გამოყენება შესაძლებელია როგორც ახალი მასალის განმტკიცებისას, ისე მოგვიანებით, განვლილი მასალის გასამეორებლად.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მასწავლებლის წიგნი

მათემატიკა 6 მასწავლებლის წიგნი მიმოიხილავს სახელმძღვანელოს კომპონენტებს და მასში მოცემულია:

  • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მათემატიკის პროგრამა;
  • წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები;
  • სტანდარტის შედეგის მიღწევისა და სახელმძღვანელოს შინაარსის ურთიერთკავშირის მატრიცა;
  • პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და მეთოდური მითითებები.

მასწავლებლისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს ბოლო, ყველაზე მოზრდილ ნაწილში, მოცემულია გაკვეთილების სცენარები. თითოეულ გაკვეთილს აქვს სათაური, რომელიც მოსწავლის წიგნის შესაბამისი პარაგრაფის სათაურს ემთხვევა. გამონაკლისია რამდენიმე გაკვეთილი, რომელიც მთლიანად კლასში საგნებით მუშაობაზეა ორიენტირებული და წიგნის პარაგრაფი არ შეესაბამება. მასწავლებლის წიგნში დეტალურადაა აღწერილი 1-ლი თავის ყველა გაკვეთილი და დანარჩენი თავების ყველა მნიშვნელოვანი გაკვეთილი.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მარაგშია

7,00 12,00 

7-12 ქულა
  • 2018
  • 52-136
  • რბილი
  • 19.50 X 27.50
  • 9789941300356; 9789941301131; 9789941301667; 9789941300363; 9789941303913; 9789941303920
  • მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი ნაწ. 1, მოსწავლის წიგნი ნაწ. 2
  • ქართული, რუსული