- 2018
- 104-112
- რბილი
- 19.50 X 27.50
- 9789941300332; 9789941301124; 9789941301650; 9789941300349; 9789941303883
- მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი ნაწ. 1, მოსწავლის წიგნი ნაწ. 2
- ქართული, რუსული
მათემატიკა 5
მოსწავლის წიგნი
მათემატიკა 5 მოსწავლის წიგნი აერთიანებს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლის ამ ეტაპზე. მე-5 კლასში მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში აზროვნების უნარის განვითარებაა. ასევე, ლოგიკური და კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბება; მნიშვნელოვანია, მათემატიკის იმ „ანბანის“ ათვისება და გათავისება, რომელზეც უნდა დაშენდეს შემდგომი ცოდნა.
მათემატიკა 5 ნაწილი 1 მოსწავლის წიგნი დაყოფილია თავებად. ყოველი თავი დაყოფილია პარაგრაფებად. აქედან თითოეულს ახლავს „ტესტები თვითშემოწმებისათვის“ და დამატებითი სავარჯიშოები.
ისინი ერთი მხრივ, ემსახურება გავლილი მასალის გამყარებას და ღრმად გააზრებას, ხოლო – მეორე მხრივ, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მოამზადებს მათემატიკის „სილამაზის“, ლოგიკისა და თანმიმდევრულობის აღსაქმელად.
პარაგრაფის სტრუქტურა მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
მოსწავლის წიგნში მრავლადაა სხვადასხვა აქტივობის შემცველი დავალებები: პროექტი, პრაქტიკული სამუშაო… ყოველ თავს ახლავს ერთი ან ორი „ტესტი თვითშემოწმებისთვის“. მათი დანიშნულება არა მხოლოდ ტესტში მოცემული დავალებების შესრულება, არამედ მოსწავლის თვითშეფასებაცაა.
ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ
მოსწავლის რვეული
მათემატიკა 5 მოსწავლის რვეული შეიქმნა მათემატიკის გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორების მიერ.
რვეულის სავარჯიშოები თანმიმდევრობით მიჰყვება მოსწავლის წიგნის პარაგრაფებს და გათვლილია როგორც კლასში, ისე სახლში სამუშაოდ.
შესაბამისად, რვეულების გამოყენება შესაძლებელია როგორც ახალი მასალის განმტკიცებისას, ისე მოგვიანებით, განვლილი მასალის გასამეორებლად.
ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ
მასწავლებლის წიგნი
მათემატიკა 5 მასწავლებლის წიგნი მიმოიხილავს სახელმძღვანელოს კომპონენტებს და მასში მოცემულია:
- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მათემატიკის პროგრამა;
- წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები;
- სტანდარტის შედეგის მიღწევისა და სახელმძღვანელოს შინაარსის ურთიერთკავშირის მატრიცა;
- პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და მეთოდური მითითებები.
მასწავლებლისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს ბოლო, ყველაზე მოზრდილ ნაწილში, მოცემულია გაკვეთილების სცენარები. თითოეულ გაკვეთილს აქვს სათაური, რომელიც მოსწავლის წიგნის შესაბამისი პარაგრაფის სათაურს ემთხვევა. გამონაკლისია რამდენიმე გაკვეთილი, რომელიც მთლიანად კლასში საგნებით მუშაობაზეა ორიენტირებული და წიგნის პარაგრაფი არ შეესაბამება. მასწავლებლის წიგნში დეტალურადაა აღწერილი 1-ლი თავის ყველა გაკვეთილი და დანარჩენი თავების ყველა მნიშვნელოვანი გაკვეთილი.
ელექტრონული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ
7,00 ₾ – 12,00 ₾