- 2023
- 77-317
- რბილი
- 17.50 X 27.50
- 9789941373114; 9789941373350; 9789941373121; 9789941373367; 9789941373138; 9789941376122
- მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი ნაწ. 1, მოსწავლის წიგნი ნაწ. 2, მოსწავლის რვეული ნაწ. 1, მოსწავლის რვეული ნაწ. 2, დამატებითი სავარჯიშოები
მათემატიკა 2
მოსწავლის წიგნი 7-8 წლის მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებითაა შედგენილი. სახელმძღვანელო ბავშვებს უვითარებს ლოგიკური აზროვნებისა და მათემატიკური მსჯელობის უნარებს, რასაც მოსწავლე ადვილად იყენებს რეალურ ცხოვრებაში. კომპლექსურ დავალებებში ჩართული მათემატიკური თამაშები სახალისოსა და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს.
მოსწავლის წიგნი 8 თავისგან შედგება. თითოეულ თავში 8-10 პარაგრაფია. ყოველი თავის ბოლოს მოცემულია შემაჯამებელი სავარჯიშოები „რა ვისწავლე“.
პარაგრაფებს მითითებული აქვს ნომერი და ეთმობა 2 გვერდი, რაც (მოსწავლის რვეულისა და დიფერენცირების ფურცლებთან ერთად) 2 საგაკვეთილო საათს მოიცავს.
ყოველი პარაგრაფის დასაწყისში მოცემულია ვიზუალური მასალით ან ტექსტით ახსნილი თეორიული მასალა, რომელიც გამოყოფილია სავარჯიშოებისაგან.
სავარჯიშოების ბლოკში მოცემულია როგორც ახალ მასალასთან დაკავშირებული, ისე განვლილი საკითხების განმამტკიცებელი დავალებები.
დაწყებით კლასებში, მეთოდიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ხშირად იყენებდნენ თვალსაჩინოებებს. მოსწავლეებს სჭირდებათ საგნებით მანიპულაციები, რისთვისაც წიგნს ახლავს რესურსების კონვერტი.
კონვერტში მოთავსებულია:
- სხვადასხვა ფერის ათეულებისა და ერთეულების უჯრები
- ციფრები და მოქმედებათა ნიშნები
- ქართული ფულის ერთეულები
- ასეულის ცხრილი და სხვა
ელექტრონული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ
10,00 ₾ – 12,00 ₾