მათემატიკა 1

მოსწავლის წიგნი

მოსწავლის წიგნის თითოეული პარაგრაფი იწყება ილუსტრაციით, რომელიც საინტერესო ამბავს მოგვითხრობს სათაურთან დაკავშირებულ თემაზე. მოსწავლე ყოველდღიურად მოგზაურობს წიგნის პერსონაჟების მრავალფეროვან სამყაროში და ისმენს საინტერესო ამბებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამბის თხრობა გაკვეთილის მნიშვნელოვანი ნაწილია და ეხმარება ბავშვებს პარაგრაფში მოცემული ინფორმაცია დაუკავშიროს საკუთარ ყოფით ცხოვრებასა და გამოცდილებას. წიგნში მოცემული სავარჯიშოების ნაწილიც ამ თემიდან გამომდინარეა.

თითოეულ ილუსტრაციას ერთვის QR კოდი, რომლის დასკანერების შემდეგ შესაძლებელია ამბის აუდიოვერსიის მოსმენა.

წიგნს ახლავს რესურსების კონვერტი სხვადასხვა მანიპულატივით:

  • ციფრები და მოქმედებათა ნიშნები
  • სხვადასხვა ფერის რგოლები
  • ქართული ფულის ერთეულები
  • ათეულის ბადე
  • გეომეტრიული ფიგურების ნიმუშები

ელექტრონული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ

მოსწავლის რვეული

მოსწავლის რვეულში მოცემული მრავალფეროვანი დავალებები გაახალისებს სასწავლო პროცესს,  ხოლო  მარტივად აღსაქმელი ლოგიკური სავარჯიშოები და სქემები მოსწავლეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზეა მორგებული.

რვეული ზუსტად მიჰყვება მოსწავლის წიგნის სტრუქტურას. მოსწავლის რვეულშიც იმდენივე პარაგრაფია, რამდენიც მოსწავლის წიგნში. სათაურებიც იდენტურია, თუმცა, მოსწავლის წიგნისგან განსხვავებით, რვეულში თითოეულ პარაგრაფს ორი გვერდი ეთმობა.

რვეულის თითოეული პარაგრაფის დასაწყისში მოცემულია რუბრიკა „ჭიაყელა“ ზეპირი ანგარიშის განმტკიცებისა და რეფლექსიისათვის.

პარაგრაფების  ბოლოს მოცემულია საშინაო დავალება. დავალებაზე დართული „სახლი“ ცარიელი ფანჯრით მოსწავლეს ეხმარება შესრულებული დავალების მონიშვნაში, რაც მას მოტივაციას უმაღლებს და  თვითკონტროლის, ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის უნარებს უვითარებს.

იმისათვის, რომ მოსწავლეებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ დავალების შესასრულებლად, მას ახლავს „სახლი“ ცარიელი ფანჯრით, რომელსაც მოსწავლე დავალების შესრულების შემდეგ ავსებს.

თითოეულ პარაგრაფს ერთვის შემაჯამებელი დავალებების ნაწილი, და  თვითშეფასების რუბრიკა, რაც ეხმარება მოსწავლეს  სწავლის პროცესის მართვის და მიღწევების ანალიზის პროცესში.

ელექტრონული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ

მასწავლებლის წიგნი

მასწავლებლის წიგნი მასწავლებლებს დეტალურად უხსნის როგორც მოსწავლის წიგნის კონცეფციას, ისე  შინაარსობრივ საკითხებს. წიგნში დეტალურადაა მოცემული:

  • გაკვეთილების ჩასატარებელი პრაქტიკული რეკომენდაციები
  • გაკვეთილების სცენარები
  • კომპლექსური დავალებები
  • შეფასების რუბრიკები თანდართული რეკომენდაციებით

კომპლექსური დავალებების მატრიცაში მასწავლებელი დეტალურად იხილავს დავალების განხორციელების ეტაპებს, სასარგებლო რესურსების ბმულს, სამოდელო გაკვეთილების QR კოდებს.

წიგნს რამდენიმე დანართი აქვს:

დანართი 1 დიფერენცირებული სწავლების სამუშაო ფურცლები

დანართი 2 მოსწავლის წიგნის პარაგრაფებში გამოყენებული „მათემატიკური ამბების“ ტექსტები

დანართი 3 დამატებითი რესურსები მასწავლებლებისთვის

დანართი 4 მათემატიკის სტანდარტი

დანართი 5 რესურსების კონვერტი

მასწავლებლის წიგნი მასწავლებლისთვის სრულყოფილი დამხმარეა საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილის ჩასატარებლად

ელექტრონული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ

მარაგშია

10,00 12,00 

10-12 ქულა
  • 2023
  • 86-406
  • რბილი
  • 17.50 X 27.50
  • 9789941373084; 9789941373091; 9789941373343; 9789941373107; 9789941376115
  • მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის რვეული ნაწ. 1, მოსწავლის რვეული ნაწ. 2, დამატებითი სავარჯიშოები