Image Alt

წიგნები

ლურჯი ისარი – ჯადოსნური მატარებელი

ბეფანას სათამაშოების მაღაზია მთელი წლის განმავლობაში ღია იყო, მხოლოდ ნათლისღების ღამეს იკეტებოდა და ცოცხზე ამხედრებული ბეფანა, მოახლე ტერეზასთან ერთად, ბავშვებს სასურველ საჩუქრებს ურიგებდა.

ერთ დღესაც, როდესაც ბეფანამ მაღაზია ახალი სათამაშოებით შეავსო, დარაბები ასწია და ვიტრინა მზის შუქმა გააჩახჩახა, ლურჯად შეღებილი სათამაშო მატარებლის მემანქანის მზერას ბავშვის ფართოდ გახელილი, უჩვეულო სევდით სავსე თვალები შეეჩეხა. ეს ბავშვი ფრანჩესკო იყო; ბავშვი, რომელსაც სათამაშო არ აჩუქეს…

სათამაშოები დასევდიანდნენ. აქამდე ეგონათ, რომ ამქვეყნად ყველა ბავშვი ბედნიერი იყო; თურმე ასე არ ყოფილა… ფრანჩესკოს გასაბედნიერებლად რამე უნდა ეღონათ.

იმოგზაურე ამ ჯადოსნურ წიგნში მატარებელ „ლურჯ ისართან“ ერთად და გაიგე, რა თავგადასავალი ელით ნათლისღების ღამეს გაცოცხლებულ სათამაშოებს.

მთარგმნელი: ნათია აბრამიშვილი

არტიკული: 9789941376153 კატეგორია:

იტალია

ჯანი როდარი

1920 - 1980

ჯანი როდარი მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშნველოვან საბავშვო იტალიელ ავტორად ითვლება. იგი იტალიის ჩრდილოეთით, პატარა ქალაქ ომეგნაში დაიბადა. ახალგაზრდა ჯანი როდარი დაწყებით სკოლაში ასწავლიდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი გაზეთში დაიწყო ჟურნალისტად მუშაობა. სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა მისი პირველი საბავშვო ნაწარმოებებიც. 1950 წლის შემდეგ თავი მთლიანად სამწერლო საქმიანობას მიუძღვნა. 1970 წელს მან ჰანს ქრისტიან ანდერსენის ჯილდო მიიღო.

SKU: 9789941376153
ყდის ტიპი: რბილი
გამოცემის წელი: 2024
ფორმატი: 14.50 X 21.50
გვერდების რაოდენობა: 163

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.