- 2025
- 118
- 12.00 X 18.00
- 978994137681
- რბილი
კვლავ ჩემი წყვდიადის ტყვე ვარ
ერნო რომანში „კვლავ ჩემი წყვდიადის ტყვე ვარ“ არ ღალატობს თავის ჩვეულ კლინიკურ სიმძაფრეს და დოკუმენტური სიზუსტით აღწერს დედის ავადმყოფობის ბოლო წლებს, დემენციით გამოწვეულ დეპერსონალიზაციას და ამის ფონზე მისი, როგორც შვილის, უჩვეულო პიროვნულ ძიებებსა და აღმოჩენებს.
ანი ერნო, ერთი მხრივ, გარბის დედისგან, როგორც პატრიარქალური სამყაროს წყვდიადში ჩარჩენილი ხატებისგან, მაგრამ ამ გაქცევას თან გასდევს სიყვარულის, სინდისის ქენჯნის, თანაგრძნობის, გაგების მტანჯველი განცდა, რაც მუდმივად უკან, მშობლიურ წიაღში აბრუნებს აჯანყებულ შვილს.
მნიშვნელოვანია, რომ პიროვნული დრამის იქით ძალიან ხელშესახებად იხატება რეალური დრო და ადგილი, რომელიც დედისა და შვილის თაობათა შორის კონფლიქტითა თუ ყველა თაობისთვის უცვლელი ღირებულებებით კარგად აჩვენებს წინა საუკუნის მეორე ნახევრის საფრანგეთის ცვლილებებსა და განვითარებას.