ფასდაკლება!

კომპლექტი: ზაირა არსენიშვილის ნაწარმოებები

კომპლექტი ზაირა არსენიშვილის ორ პროზაულ კრებულს აერთიანებს. სხვადასხვა დროს დაწერილი მოთხრობები, პიესები და დღიურები საქართველოს ბოლოდროინდელი ისტორიის რამდენიმე ეტაპს ასახავს. მასში გაიელვებს რუსეთის რევოლუციის შემდგომი მოვლენები, უმძიმესი 30-იანი წლები, მეორე მსოფლიო ომის სიმძიმე, საბჭოთა კავშირის რღვევა და ცხოვრების სიძნელეები 90-იან წლებში.

ერთსა კაცსა ბლისკინელსა

„ერთსა კაცსა ბლისკინელსა...“ ზაირა არსენიშვილის მეორე პროზაული კრებულია.

მოთხრობების გარდა, აქ შედის მისი სხვადასხვა დროს დაწერილი პიესები, რადიო თავისუფლების დღიურები და მოგონებები თავისი ახლობლებისა და მისი  თანამედროვე საუკეთესო ადამიანების, საუკეთესო ქართველების შესახებ.

თუ ზაირა არსენიშვილის სხვა ნაწარმოებებში მოქმედება მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ხდება, ამ მოთხრობებში ძირითადად ასახულია მეოცე საუკუნის ბოლოს საბჭოთა სისტემის რღვევასთან ერთად საქართველოში განვითარებული მოვლენები.

წიგნში ჩანს ეროვნული მოძრაობის აღორძინება, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე საზოგადოებასა და ცალკეულ ოჯახებში, ცხოვრების სიძნელეები 90-იან წლებში, ომი, ემიგრაცია, ქართული სოფლის თანდათანობით დაცლა და სხვ

ყოველივე ეს დაწერილია ავტორისთვის დამახასიათებელი მდიდარი ქართული ენით და სევდანარევი იუმორით.

12,29 18,90 

მარაგში

ქარი, ამწევი ფარდის

„ქარი, ამწევი ფარდის“ ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებულია. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რასაც ავტორი განიცდიდა თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე.

ის თვითმხილველთა მონათხრობს იწერდა. ზოგჯერ თვითონ იყო ამა თუ იმ ამბის შემსწრე. შემდეგ მათ მხატვრულ სახეს აძლევდა და მოთხრობებად აქცევდა.

ამ მოთხრობებში ისმის გამოძახილი გლობალური ისტორიული მოვლენებისა. ეს ამბები საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებსაც სწვდებოდა.

წიგნში ნაჩვენებია მეოცე საუკუნის რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შედეგები. გაიელვებს რევოლუციის შემდგომი მოვლენები, უმძიმესი 30-იანი წლები. აღწერილია მეორე მსოფლიო ომი და ხალხის ცხოვრება ომის შემდეგ.

ამ ამბების მთავარი გმირები არიან ადამიანები, თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით. აქ მონაცვლეობს ღრმა ადამიანური სევდა და ხალასი იუმორი. ყოველივე ეს დაწერილია ზაირა არსენიშვილისთვის დამახასიათებელი არაჩვეულებრივი მდიდარი ქართული ენით.

12,29 18,90 

მარაგში

მარაგშია
ფასდაკლება

Original price was: 37,80 ₾.Current price is: 24,58 ₾.