კომპლექტი: ფაუსტი
კომპლექტი იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ეპოქალური ნაწარმოების – „ფაუსტის“ ორივე ნაწილს მოიცავს. სიმბოლოებით, ალეგორიებით, დრამატული და ხალასი პოეზიით გაჯერებული პოემა ავტორის შემოქმედების კულმინაციად ითვლება. მკითხველი მსოფლიო ლიტრატურის ამ შედევრს დავით წერედიანის არაჩვეულებრივი თარგმანით ხელახლა გაიცნობს.
ფაუსტი I
დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება დიდი ხანია მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და `მშვენიერი ადამიანის~ იდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – თვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოაჩენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ ნაწარმოებს – „ფაუსტს“, რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა.
„ფაუსტის“ პირველი ნაწილი (Faust. Eine Tragödie – „ფაუსტი. ტრაგედია“) 1808 წელს გამოქვეყნდა და დღემდე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლეს ქმნილებად ითვლება. გოეთეს ეს უდიდესი თხზულება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც ადამიანური არსის შეცნობის პრობლემა, ღვთიურისაკენ მისი სწრაფვა მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებითაა დახატული. დოქტორ ფაუსტსა და მეფისტოფელს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილის სიმბოლოდ, მეორე – ერთი და იმავე მოაზროვნე გონის ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარედ მიიჩნევს. დრამატული ფაბულა და სულისშემძვრელი ტექსტი დღემდე აღაფრთოვანებს ლიტერატურის მოყვარულებს.
ქართველ მკითხველს საშუალება აქვს, დავით წერედიანის თარგმანით კიდევ ერთხელ, უკეთ გაიცნოს მსოფლიო ლიტერატურის შედევრი.
მარაგში
ფაუსტი II
დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება, დიდი ხანია, მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და „მშვენიერი ადამიანის'' იდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – თვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოადგენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ ნაწარმოებს – „ფაუსტს'', რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა.
„ფაუსტის'' პირველი ნაწილი 1810 წელს გამოქვეყნდა, მეორე – 1832 წელს, მწერლის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე. თუ ტრაგედიის პირველი ნაწილი ხალასი პოეზიითა და ემოციურობით გამორჩეული შედევრია და ძირითადად მიჰყვება დოქტორ ფაუსტის ლეგენდას, მეორე ნაწილში გოეთე მეტ იმპროვიზაციას მიმართავს. ეს ნაწილი, თომას მანის სიტყვებით, „სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ – მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს“.
დავით წერედიანმა ამჯერადაც ოსტატურად აამღერა ეს წყაროები ქართულად და შეგვიძლია „ფაუსტის“ მეორე, ნაკლებ დრამატულ და უფრო პოეტურ ნაწილს მშობლიურ ენაზეც გავეცნოთ.
მარაგში
Original price was: 35,80 ₾.25,06 ₾Current price is: 25,06 ₾.