ფასდაკლება!

კომპლექტი: მურაკამის ბესტსელერი რომანები

ამ კომპლექტში გაერთიანებულია თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის ორი აღიარებული რომანი.

წიგნში „ნორვეგიული ტყე“ მოქმედება XX საუკუნის 60-იანი წლების ტოკიოში ვითარდება. რომანი მოგვითხრობს სტუდენტ ტორუ ვატანაბეს რთულ ცხოვრებაზე, დანაკარგებსა და მის ურთიერთობაზე ორ ქალთან – მშვენიერ ნაოკოსა და სიცოცხლით სავსე მიდორისთან.

მეორე წიგნის „კაფკა პლაჟზე“ მთავარი გმირი თხუთმეტი წლის კაფკა თამურაა, რომელიც სახლიდან გარბის, რათა მამის იდუმალ წინასწარმეტყველებას დააღწიოს თავი. სიუჟეტის პარალელურად ვეცნობით ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებულ ბატონ ნაკატას.

ეს არის ყოფითი დეტალებითა და უცნაური მოვლენებით აღსავსე ამბავი, სადაც პერსონაჟების ბედზე მისტიკა დიდ გავლენას ახდენს.

კომპლექტში წიგნები მოცემულია ფასდაკლებით.

კაფკა პლაჟზე

ჰარუკი მურაკამის რომანი „კაფკა პლაჟზე“ 2002 წელს გამოიცა და, სხვადასხვა პრემიასთან ერთად, 2005 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საუკეთესო ახალგაზრდული წიგნის ჯილდოც მოიპოვა.

კაფკა თამურა თხუთმეტი წლის მოზარდია, უსმენს Radiohead-ს და ჯონ კოლტრეინს. ერთ დღეს გადაწყვეტს, სახლიდან გაიქცეს, რათა თავი დააღწიოს მამას, რომელმაც ბავშვობაში უწინასწარმეტყველა, მე მომკლავ, დედასთან და დასთან კი სქესობრივ კავშირს დაამყარებო. კუნძულ სიკოკუზე გადახვეწილი მოზარდი ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას. პარალელურად კი იმავე კუნძულისაკენ ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ბატონი ნაკატა მიემართება. ყოფითი დეტალებით აღსავსე ამ ნაწარმოებში პერსონაჟების ბედზე დიდ გავლენას ახდენენ გასაოცარი ძალები და... კატები.

15,11 22,90 

მარაგში

ნორვეგიული ტყე

ტოკიო, XX საუკუნის 60-იანი წლების მიწურული, დრო, როდესაც იაპონელი სტუდენტები, მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტების  სტუდენტების მსგავსად,  ამბოხებებს აწყობენ არსებული წესრიგის წინააღმდეგ.

მთავარი გმირი, სტუდენტი ტორუ ვატანაბე კი ვერაფერს ამჩნევს, მას ორი ქალი უყვარს – ფსიქიკურად ტრავმირებული  მშვენიერი ნაოკო და  სიცოცხლით სავსე, ემოციური  მიდორი.

რომანი მოგვითხრობს ადამიანების რთული ბედის,  დანაკარგების, სიყვარულისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ.

თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანი „ნორვეგიული ტყე“ 1987 წელს გამოიცა და ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

2010 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი.

წიგნის ელექტორონული ვერსიის შესაძენად გადადით ლინკზე

11,81 17,90 

მარაგში

მარაგშია
ფასდაკლება

Original price was: 40,80 ₾.Current price is: 26,92 ₾.