ფასდაკლება!

კომპლექტი ლიტოდისეის სერიიდან

ეს კომპლექტი ორი ქალი ავტორის წიგნებს აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც თემებით, ისე გეოგრაფიული ადგილით.

სქოლასტიკ მუკასონგას წიგნში „ნილოსის ღვთისმშობელი” მოქმედება ვითარდება 1970-იან წლებში აფრიკაში, რუანდაში, ქალთა სამონასტრო სკოლა-პანსიონში. აქ მოზარდი გოგონები განათლების მიღებასა და ცხოვრებაში თავიანთი ადგილების დამკვიდრებას ცდილობენ.

ამასობაში კი ქვეყანაში ვითარება იძაბება. ჰუტუსა და ტუტსის ხალხებს შორის მწიფდება ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ნამდვილ კატასტროფად იქცეს.

სამხრეთ კორეელი ნობელიანტი ავტორის, ჰან კანგის, „ვეგეტარიანელი” მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალსა და მის მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე – უარი თქვას ხორცის მიღებაზე, რაც დრამატულად ცვლის როგორც ქალის, ისე მისი გარშემომყოფების ცხოვრებას. ავტორი უხერხულობამდე მისული გულახდილობით აშიშვლებს ადამიანის ბრუტალურ ბუნებასა და სიმყიფისა და ძალადობის უცნაურ ტანდემს.

კომპლექტში წიგნები მოცემულია ფასდაკლებით.

ვეგეტარიანელი

ჰან კანგი 1970 წელს დაიბადა სამხრეთ კორეაში, ლიტერატურულ ასპარეზზე კი 1993 წელს გამოვიდა პოეტური ნაწარმოებებით. რომანი „ვეგეტარიანელი“ 2007 წელს გამოქვეყნდა კორეაში, შემდეგ კი ინგლისურად ითარგმნა და 2016 წელს ბუკერის პრემიის გამარჯვებული გახდა, რამაც ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

2024 წელს კანგმა ნობელის პრემია დაიმსახურა ლიტერატურის დარგში „მძაფრი, პოეტური პროზისთვის, რომელიც თამამად უპირისპირდება ისტორიულ ტრავმებს და დაუნდობელი გულახ­დილობით საუბრობს ადამიანურ სიმყიფეზე“. ის გახდა პირველი აზიელი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა.

„ვეგეტარიანელი“ მოგვითხრობს ქალზე, სახელად იონგჰეზე, რომელიც ქმართან ერთად მიჰყვება არაფრით გამორჩეული ცხოვრების მდორე დინებას, სანამ ერთ ღამეს კოშმარული ზმანება ეწვევა. საზარელი ხილვებისგან გასათავისუფლებლად ქალი ერთბაშად გადაწყვეტს, ხორცის ყოველგვარი პროდუქტი თავიდან (და სახლიდან) მოიშოროს. იონგჰეს ეს გადაწყვეტილება მისი გარშემომყოფების მიერ გაუგებარ ამბოხად ფასდება, თუმცა ამბავი სცდება ერთი ქალის მიერ ხორცის აკრძალვის გამო შექმნილ დისკომფორტს – რომანი, რომელსაც ბევრი კაფკას „გარდასახვას“ ადარებს, სამი ნაწილისგან შედგება და სამი განსხვავებული თვალთახედვით მიჰყვება იონგჰეს გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული მოვლენების უცნაურ ჯაჭვს. ავტორი უხერხულობამდე მისული გულახდილობით აშიშვლებს ადამიანის ბრუტალურ ბუნებას, სიმყიფისა და ძალადობის უცნაურ ტანდემს; ეძიებს საკუთარ სხეულთან დაპირისპირების, ეროტიზმის, რეალობის უარყოფის ღრმად მიმალულ საწყისებს.

9,54 14,90 

მარაგში

ნილოსის ღვთისმშობელი

რომანში „ნილოსის ღვთისმშობელი“ მოქმედება ვითარდება 1970-იან წლებში აფრიკაში, რუანდაში, ქალთა სამონასტრო სკოლა-პანსიონში. აქ მოზარდი გოგონები განათლების მიღებასა და ცხოვრებაში თავიანთი ადგილების დამკვიდრებას ცდილობენ. ისინი სწავლობენ და ემზადებიან, რომ გახდნენ კარგი ცოლები.

ამასობაში კი ქვეყანაში ვითარება იძაბება. ჰუტუსა და ტუტსის ხალხებს შორის მწიფდება ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ნამდვილ კატასტროფად იქცეს...

მუკასონგას ნარატივი სავსეა სიმბოლოებით. რომანი აღწერს ეთნიკურ დაძაბულობებს, უთანასწორობასა და კოლონიალიზმს.

სქოლასტიკ მუკასონგა (დ. 1956 წ.) რუანდაში დაიბადა და ცხოვრობდა. გენოციდის დროს ამოწყვიტეს ტუტსის ტომის მრავალი ათასი წარმომადგენელი, მათ შორის ავტორის ოჯახის 27 წევრი. იგი გადაურჩა ეთნიკურ დევნას, 1992 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში და წერს ფრანგულად.

რომანი „ნილოსის ღვთისმშობელი“ 2012 წელს გამოვიდა და რამდენიმე ლიტერატურული პრემია მოიპოვა. ქართულად ქვეყნდება პირველად.

10,18 15,90 

მარაგში

მარაგშია
ფასდაკლება

Original price was: 30,80 ₾.Current price is: 19,72 ₾.