ფასდაკლება!

ხვლიკი საფლავის ქვაზე

არჩილ ქიქოძის მორიგი რომანის – „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ – მთავარი თემა – მეხსიერებაა. მთხრობელი საოცარი მეხსიერებით არის დაჯილდოვებული და ახსოვს ისეთი რამეები, რის დავიწყებასაც სხვები ცდილობენ. მუდმივად ცდილობს შეახსენოს წარსული საყვარელ ქალს, რომელთანაც უკვე თერთმეტი წლის შვილი ჰყავს და რომელიც მუდმივად უარს ეუბნება ცოლობაზე. მეხსიერება, როგორც ტვირთი, რომელიც მარტომ უნდა ზიდო, რადგან ჩვენი მეხსიერება ინდივიდუალურია, შერჩევითია. მთხრობელი უარს ამბობს დაივიწყოს ბავშვობის ტრავმები, ახალგაზრდობის იმედგაცრუებები, ტკივილები და ამით საკუთარ ყოფას ლამის გაუსაძლისს ხდის. წიგნის ერთ-ერთი მთავარი თემა, ფასეულობების გარეშე დარჩენილი საზოგადოებაა. ეპოქა, როცა ძველი ფასეულობები შინაარსს კარგავს, ახლით მათი ჩანაცვლება კი არ ხდება. თითქოს ჰეარში გამოკიდებული ქვეყანა, რომლის შვილებმა არ იციან, საით უნდა იარონ. წიგნის თემა ქართულია, მოქმედების ადგილი კი მთელი მსოფლიო, ბერლინიდან დაწყებული და კავკასიონის პატარა სოფლით დამთავრებული.

ხვლიკი საფლავის ქვაზე

რომანის მთავარი გმირი წარსულის სურათებით, სევდით, ოცნებებით, სიყვარულითა და მარტოობით სავსე კაცია, რომლის ცხოვრებაც ფაზლის გაბნეულ ნაწილებს ჰგავს. მისი ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში იკვეთება ნაწარმოების ორი მთავარი სიუჟეტური ხაზი: პირველი მთხრობლის მეგობრის, მხატვარი გიგოს ტრაგიკული ცხოვრებისა და გარდაცვალების ამბავზე, მეორე კი მთავარი გმირის დედასთან სტუმრობისა და მათი სულიერი, ღრმა და უაღრესად ნატიფი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

„ხვლიკი საფლავის ქვაზე“ სიმბოლოებითა და ალუზიებით სავსე რომანია, რომელშიც ასახულია წარსულისა და აწმყოს, გახსენებისა და დავიწყების, სიკვდილისა და სიცოცხლის მარად აქტუალური და წინააღმდეგობით სავსე დაპირისპირება. მთხრობელი შეგნებულად ამბობს უარს, დაივიწყოს ბავშვობის ტრავმები, ახალგაზრდობის იმედგაცრუებები და ტკივილები, თუნდაც ამით გაუსაძლისს ხდიდეს საკუთარ ყოფას. წიგნის თემა ქართულია, მოქმედების ადგილი კი მთელი მსოფლიო – ბერლინიდან კავკასიონის პატარა სოფლამდე.

მარაგშია
ფასდაკლება

10,30 12,90 

მარაგში

  • 2021
  • 182
  • 13.50 X 19.50
  • 9789941308338
  • რბილი
  • თანამედროვე ლიტერატურა, რომანი