- 2020
- 246
- 13.00 X 19.50
- 9789941306679
- რბილი
- მოთხრობები
კენჭები
ქართველმა მკითხველმა უკვე გაიცნო ზაირა არსენიშვილის რომანი „ვა, სოფელო“, ამ პროზაულ.კრებულში კი, რომელსაც „კენჭები“ ჰქვია, შევიდა მისი სამი მოთხრობა, რომლებსაც ისევ ერთი თემა აერთიანებს – უმძიმესი.წლები მე-20 საუკუნის საქართველოში, დიდი ტერორი და რიგითი ადამიანების ბედი ამ.ისტორიული მოვლენების ფონზე.
„კენჭები” ზაირა არსენიშვილის მორიგი წიგნია – ამჯერად, მოთხრობების კრებული. აქ ისევ 1930-იანი წლების საქართველოში ვბრუნდებით, „შიშის და ძრწოლის“ ხანაში, საბჭოთა რეპრესიებში. ამ წიგნშიც ავტორი ყვება იმას, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ყველაზე.მიჩქმალულია, გაუაზრებელი და სახელდაურქმეველი. აქაც იმ ტრავმას ეხება, რომლისგანაც ბოლომდე თაობები ვერ.გავთავისუფლდით. თითქოს გვაქვს წარმოდგენა რეპრესიების და მსხვერპლის მასშტაბზე, მაგრამ მწერალი, როგორც.ყოველთვის, იმაზე მეტს გვიჩვენებს, ვიდრე უბრალო სტატისტიკაა. მის ტექსტებში რეპრესიების უკან ადამიანები დგანან თავიანთი ტკივილით, ტრაგედიებით და ტრაგედიასთან.გამკლავების მეთოდებით. აქ რეპრესიების „ზურგში“ დარჩენილ ქალებს ვხედავთ, მათ შიშს და ძრწოლას, მათ თავზარდაცემას.და მღელვარებას ვეხებით. ეს ქალები ახერხებენ გადარჩნენ. უფრო მეტიც, გადარჩენისთვის.ბრძოლაში ერთმანეთს გვერდში უდგანან, ერთმანეთს თავდაუზოგავად ეხმარებიან, ერთმანეთზე ზრუნავენ. მათთვის საზიაროა გრძელი.უთავბოლო რიგები პროდუქტების მაღაზიებთან. საზიაროა უსასრულო რიგები ციხეებთანაც, სადაც ტყუილი იმედით.დგანან, რომ თავიანთ დაპატიმრებულ ოჯახის წევრებს გაჭირვებით ნაშოვნ თბილ ტანსაცმელს და საკვებს.შეუგზავნიან.კენჭები” ზაირა არსენიშვილის მორიგი წიგნია – ამჯერად, მოთხრობების კრებული. აქ ისევ 1930-იანი წლების.საქართველოში ვბრუნდებით, „შიშის და ძრწოლის“ ხანაში, საბჭოთა რეპრესიებში.შეუგზავნიან.
თამთა მელაშვილი
11,90 ₾
არ არის მარაგში