Image Alt

წიგნები

კაპიტანი ტრიკო და ანჩხლი ალქაჯის არნახული შურისგება (წიგნი მეხუთე)

12,90 

მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი

ჯორჯსა და ჰაროლდს ფანტაზია არ აკლიათ, რაც ყოველთვის აგიჟებს მათ უჟმურ მასწავლებელს, მის რიბლს! მაგრამ ამჯერად ბიჭების წარმოსახვა გაცილებით შორს გაიჭრა, ვიდრე სულელური ხუმრობაა. მათ ნამდვილი მონსტრი შექმნეს – საშინელი ვარცხნილობით დამშვენებული ანჩხლი ალქაჯი, რომელსაც ორი გააფთრებული რობო-დამქაში ემსახურება.

ალქაჯი მსოფლიო ბატონობისთვის იბრძვის და მხოლოდ უძლეველ კაპიტან ტრიკოს შეუძლია მისი შეჩერება!

მარაგში

არტიკული: 9789941374906 კატეგორია:

დეივ პილკი



დეივ პილკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი კარიკატურისტი, საბავშვო მწერალი და ილუსტრატორია, რომლის იუმორითა და თავგადასავლებით სავსე კომიქსებს მთელ მსოფლიოში გატაცებით კითხულობენ.

დეივს ბავშვობაში ADHD (ჰიპერაქტიურობის) სინდრომი, დისლექსია და ქცევის პრობლემები ჰქონდა. მისი უსაქციელობით შეწუხებული მასწავლებლები ყოველდღე აგდებდნენ კლასიდან. კიდევ კარგი, დეივს ხატვა და ამბების გამოგონება უყვარდა; ამიტომაც დერეფანში დროს უქმად არ კარგავდა და საკუთარ კომიქსებს ქმნიდა. ეს დოგმენისა და კაპიტანი ტრიკოს პირველი თავგადასავლები იყო.

დეივ პილკის კომიქსების არასტანდარტული სტილი ძალიან მოსწონთ თავისუფლებისმოყვარე, შემოქმედებით ბავშვებს. მისი ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სახალისო ამბებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეგობრობასა და ტოლერანტობას. ეს ამბები, რასაკვირველია, ყოველთვის სიკეთის გამარჯვებით სრულდება.

ISBN 9789941374906
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2024

ფორმატი

13.97 X 20.95

გვერდების რაოდენობა

176

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.