Image Alt

წიგნები

იყო და არა იყო რა, ორჯერ იყო ბარონი ლამბერტო

იტალიაში, მთების შუაგულში, ორტას ტბასთან ამოზრდილია პატარა კუნძული სან ჯულიო. კუნძულზე უცნაური ბარონი ლამბერტო ცხოვრობს თავის მაჯორდომ ანსელმოსთან ერთად. მხოლოდ ანსელმოს შეუძლია შეახსენოს მოხუც და ავადმყოფ ბარონს, 24 დაავადებიდან კონკრეტულად რომელი სტანჯავს.

ერთხელ ლამბერტოს დისშვილი ოტავიო გადაწყვეტს, ხელში ჩაიგდოს მდიდარი ბიძის ქონება, მაგრამ ბანდიტები დაასწრებენ, მოხუც ბარონს მძევლად აიყვანენ და უზარმაზარ გამოსასყიდს მოითხოვენ.

ეს უცნაური ამბავი ბარონ ლამბერტოზე არ მთავრდება ისე, როგორც ყველა ზღაპარი. მაგრამ არ შეშინდე, თავადაც შეგიძლია ამ ამბის გაგრძელება ერთი ან ორი სიტყვით, ან სულაც რამდენიმე თავის დამატებით. მთავარია, სიტყვებმა არასდროს შეგაშინოს…

ჯანი როდარი მხიარული, სიყვარულისა და სასწაულების გამავრცელებელი მეზღაპრეა. მისი გამაოგნებელი პერსონაჟები გასაოცარ ამბებს გვიყვებიან და მათ ჯადოსნურ და თან ნამდვილ სამყაროში მოგზაურობით საუცხოო შთაბეჭდილებებს გვიტოვებენ…

მთარგმნელი: ნათია აბრამიშვილი

არტიკული: 9789941375125 კატეგორია:

იტალია

ჯანი როდარი

1920 - 1980

ჯანი როდარი მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშნველოვან საბავშვო იტალიელ ავტორად ითვლება. იგი იტალიის ჩრდილოეთით, პატარა ქალაქ ომეგნაში დაიბადა. ახალგაზრდა ჯანი როდარი დაწყებით სკოლაში ასწავლიდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი გაზეთში დაიწყო ჟურნალისტად მუშაობა. სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა მისი პირველი საბავშვო ნაწარმოებებიც. 1950 წლის შემდეგ თავი მთლიანად სამწერლო საქმიანობას მიუძღვნა. 1970 წელს მან ჰანს ქრისტიან ანდერსენის ჯილდო მიიღო.

SKU: 9789941375125
ყდის ტიპი: რბილი
გამოცემის წელი: 2024
ფორმატი: 14.50 X 21.50
გვერდების რაოდენობა: 143

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.