ინგლისური 11

მოსწავლის წიგნი

ინგლისურის მე-11 კლასის სახელმძღვანელო მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ადვილად დაგეგმოს გაკვეთილები შერეული შესაძლებლობების კლასებთან სამუშაოდ. კურსი მოიცავს 90-დან 120 სასწავლო საათამდე განკუთვნილი მასალას, სადაც ძირითად საკითხავ, მოსასმენ, წერით, სამეტყველო და გრამატიკულ მასალას თან ახლავს დამატებითი აქტივობები და პროექტები, რომელთა გამოყენება მასწავლებელს სურვილისამებრ შეუძლია.

მოსწავლის წიგნი გაყოფილია ორ მთავარ ნაწილად: „Units“ და “Across the Curriculum“

წიგნის ბოლოს შეხვდებით:

  • Grammar Summary
  • Tapescript
  • Wordlist

წიგნში ასევე ნახავთ:

  • Tense Review
  • Phonetic
  • Symbols chart

აუდიომასალის სანახავად დააჭირე აქ

მოსწავლის რვეული

მოსწავლის რვეული შედგება იმ დამატებითი სავარჯიშოებისგან, რომლებიც ამყარებენ და აფართოებენ მოსწავლის წიგნში წარმოდგენილი მოდულების თემატიკას, ლექსიკას, გრამატიკას, სასაუბრო ელემენტებსა და ფუნქციონალურ ენას, ხოლო განვლილი მასალის გასამეორებელი და ცოდნის შესამოწმებელი სექციები კი მზა მასალაა საკონტროლო, შემაჯამებელი თუ შუალედური ტესტების ჩასატარებლად.

დამატებით, აქ შეხვდებით თითოეული თავისთვის განკუთვნილ საკითხავ მასალას, რომლებიც მოსწავლეებს წაკითხულის გააზრების უნარებს გამოუმუშავებს.

რვეულის ბოლოს მოცემულია არაწესიერი ზმნების ჩამონათვალი.

მასწავლებლის წიგნი

მასწავლებლის წიგნი შეიცავს დეტალურ საგაკვეთილო გეგმებსა და მასალის ეფექტურად ახსნისთვის შემოთავაზებულ რჩევებს.

წიგნი შედგება სამი ნაწილისგან: შესავალი ნაწილი, სადაც მთელი კურსის მიზანი და თითოეული თავის სტრუქტურაა ახსნილი; დეტალური საგაკვეთილო შენიშვნები და რესურსების ბანკი.

ელექტრონული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ

მარაგშია

10,00 15,00 

10-15 ქულა
  • 2023
  • 100-114
  • რბილი
  • 21.00 X 28.00
  • 9789941373145; 9789941373701; 9789941373718
  • მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი