- 2022
- რბილი
- 20.10 X 29.70
- 9789941370335; 9789941370342; 9789941370359
ინგლისური 10
მოსწავლის წიგნი
ინგლისურის მე-10 კლასის სახელმძღვანელო მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ადვილად დაგეგმოს გაკვეთილები შერეული შესაძლებლობების კლასებთან სამუშაოდ. კურსი მოიცავს 90-დან 120 სასწავლო საათამდე განკუთვნილი მასალას, სადაც ძირითად საკითხავ, მოსასმენ, წერით, სამეტყველო და გრამატიკულ მასალას თან ახლავს დამატებითი აქტივობები და პროექტები, რომელთა გამოყენება მასწავლებელს სურვილისამებრ შეუძლია.
მოსწავლის წიგნი გაყოფილია ორ მთავარ ნაწილად: „Units“ და “Across the Curriculum“
წიგნის ბოლოს შეხვდებით:
- Grammar Summary
- Tapescript
- Wordlist
წიგნში ასევე ნახავთ:
- Tense Review
- Phonetic
- Symbols chart
მოსწავლის რვეული
მოსწავლის რვეული შედგება იმ დამატებითი სავარჯიშოებისგან, რომლებიც ამყარებენ და აფართოებენ მოსწავლის წიგნში წარმოდგენილი მოდულების თემატიკას, ლექსიკას, გრამატიკას, სასაუბრო ელემენტებსა და ფუნქციონალურ ენას, ხოლო განვლილი მასალის გასამეორებელი და ცოდნის შესამოწმებელი სექციები კი მზა მასალაა საკონტროლო, შემაჯამებელი თუ შუალედური ტესტების ჩასატარებლად.
დამატებით, აქ შეხვდებით თითოეული თავისთვის განკუთვნილ საკითხავ მასალას, რომლებიც მოსწავლეებს წაკითხულის გააზრების უნარებს გამოუმუშავებს.
რვეულის ბოლოს მოცემულია არაწესიერი ზმნების ჩამონათვალი.
მასწავლებლის წიგნი
მასწავლებლის წიგნი შეიცავს დეტალურ საგაკვეთილო გეგმებსა და მასალის ეფექტურად ახსნისთვის შემოთავაზებულ რჩევებს.
წიგნი შედგება სამი ნაწილისგან: შესავალი ნაწილი, სადაც მთელი კურსის მიზანი და თითოეული თავის სტრუქტურაა ახსნილი; დეტალური საგაკვეთილო შენიშვნები და რესურსების ბანკი.
10,00 ₾ – 15,00 ₾