ინდოეთის დღიური

არჩილ ქიქოძის მორიგი „ნატურალისტურ-ლიტერატურული“ დღიური ინდოეთში მოგზაურობაზე გვიყვება. წიგნში „ინდოეთის დღიური“ ვხვდებით კეთილ, ცნობისმოყვარე და ექსცენტრიკულ ადამიანებს – ქვეყნის მასპინძლებსა და სტუმრებს. მწერლის დაკვირვებული თვალი გვამოგზაურებს ფერად და სურნელოვან ჯაიპურსა და
ტრივანდრუმში, ოქროსფერ ჯაისალმერსა და ტარის იდუმალ უდაბნოში, რანტამბორის ეროვნული პარკში, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ბუნებისა და ცხოველებისადმი უპრეცედენტო პატივისცემით უფრთხილდებიან.

ქვეყანას, რომელსაც იგი პირველად ესტუმრა, ძალიან ცოტა აქვს საერთო მისთვის კარგად ნაცნობ კოლონიალისტურ მხატვრულ ნაწარმოებებში დახატულ ინდოეთთან. ეს წიგნი ინდოეთზეა, მაგრამ, ამავე დროს, თავად ავტორზეცაა, მის მოგონებებზე, სიცოცხლისა და სიკვდილისადმი მის დამოკიდებულებაზე.

2024 წლის განახლებულ გამოცემაში ჩამატებულია სურათები

მარაგშია

11,90 

12 ქულა

მარაგში

  • 2023
  • 151
  • 13.00 X 19.50
  • 9789941374036
  • რბილი
  • დღიური