Great Expectations

Great Expectations / დიდი იმედები  გამოიცა სერიით ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად.

სავარჯიშოები • აუდიომასალა

მეექვსე საფეხური – B2.2

ადაპტირებული კლასიკის სერიაში შესული წიგნები ინგლისური ენის შესწავლაში ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, რადგან სერიაში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და უცხო ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.

სერია აერთიანებს ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ, ილუსტრირებულ, კლასიკურ ნაწარმოებებს სავარჯიშოებითა და აუდიომასალით. აუდიომასალასა და წიგნში მოცემული სავარჯიშოების პასუხებს იპოვით ვებგვერდზე sulakauri.edu.ge.

 

Great Expectations /დიდი იმედები :

ადაპტირებულია – ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კლასიკური ნაწარმოებები ადაპტირებულია ისე, რომ პასუხობს ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხოური ენის, მოთხოვნებს.

ილუსტრირებულია – დეტალური და ფერადი ილუსტრაციები ამარტივებს წიგნის შინაარსის გაგებასა და გააზრებას.

ავტორისა და კულტურის აღწერა – თითოეულ წიგნს ახლავს შესავალი ნაწილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ავტორისა და ნაწარმოებში აღწერილი ამა თუ იმ კულტურის შესახებ.

აუდიომასალა – ვებგვერდზე sulakauri.edu.ge განთავსდება შესაბამისი აუდიომასალა, რომლის მოსმენაც მოსწავლეებს „ონლაინ“ შეეძლებათ. აუდიომასალის უკეთ გასააზრებლად მათ წიგნში მოცემული სავარჯიშოები დაეხმარება

დიდი იმედები – მრავალფეროვანი სავარჯიშოები – პასუხობს ეროვნულ სასწავლო გეგმას და მიმართულია ლექსიკის, გრამატიკის, წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებისკენ; ასევე, თავს უყრის ზეპირი კომუნიკაციის წარმართვისათვის აუცილებელ რესურსებს.

  • სურათების დაკავშირება შესაბამის სიტყვებთან;
  • სიუჟეტური ილუსტრაციების დანომვრა სწორი თანამიმდევრობით;
  • ტექსტებში აბზაცების, წინადადებების დასაწყისისა და დასასრულის მოძიება და მითითება;
  • წინადადებისა თუ სიტყვის პოვნა აბზაცში;
  • ტექსტში ნაცნობი სიტყვების მოძიება ინსტრუქციის მიხედვით;
  • გამოტოვებული სიტყვის სწორად ჩასმა წინადადებაში;
  • მოსასმენი სავარჯიშოები.

Great Expectations / დიდი იმედები სკოლის მოსწავლეებსა და ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს ენის საფუძვლიანად ათვისებაში დაეხმარება.

მკითხველი გირჩევთ:

[vc_row][vc_column width=”1/5″][vc_single_image image=”17604″ img_size=”medium” alignment=”center” style=”vc_box_circle_2″ onclick=”custom_link” img_link_target=”_blank” link=”https://edu.aris.ge/news/adaptirebuli-klasika-inglisurad.html”][/vc_column][vc_column width=”1/5″][vc_single_image image=”17604″ img_size=”medium” alignment=”center” style=”vc_box_circle_2″ onclick=”custom_link” img_link_target=”_blank” link=”https://sulakauri.edu.ge/adaptirebuli-klasika-inglisurad-2/”][/vc_column][vc_column width=”1/5″][/vc_column][vc_column width=”1/5″][/vc_column][vc_column width=”1/5″][/vc_column][/vc_row]

 

 

მარაგშია

9,90 

10 ქულა

მარაგში

  • 2019
  • 144
  • რბილი ყდა
  • 14.80 X 21.00