- 2018
- 48-72
- რბილი ყდა
- 21.00 X 27.50
- 9789941300776; 9789941300783; 9789941300790
გერმანული 5
მოსწავლის წიგნი
Wir neu განკუთვნილია 10-15 წლის მოზარდებისთვის, რომლებიც გერმანულს სწავლობენ, როგორც მეორე უცხოურ ენას. სახელმძღვანელო ითვალისწინებს ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის ნორმებს და ისეა აგებული, რომ მოსწავლემ სახელმძღვანელოს კურსის გავლის შემდეგ შეძლოს გოეთეს ინსტიტუტის სასერტიფიკატო გამოცდისა (Fit in Deutsch 1) და ავსტრიული ენის დიპლომის (KID 1) წარმატებით ჩაბარება (ორივე გამოცდა A1 დონის გამოცდაა მოზარდებისთვის). ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო განსაზღვრავს სამ ძირითად დონეს: A, B, C. ეს დონეები 6 განშტოებად იყოფა. A დონეს აქვს 2 განშტოება – A1 და A2. ეს განშტოებები, თავის მხრივ, ე. წ. ქვედონეებად იყოფა. A1 დონის ქვედონეებია: A1.1 და A1.2.
სახელმძღვანელო Wir Neu გაყოფილია ორ ნაწილად: Wir Neu A1.1 (განკუთვნილია V კლასისთვის) და Wir Neu A1.2 (განკუთვნილია VI კლასისთვის). თითოეული ნაწილი დაყოფილია მოდულებად. მოდულები შედგება თავებისგან, ანუ Lection-ებისგან. მთლიანობაში, A1 დონის დაძლევისათვის მოსწავლეებს V-VI კლასებში მოუწევთ 12 თავის გავლა.
მოსწავლის რვეული
გერმანული 5 Wir neu A1.1 მოსწავლის რვეული სავარჯიშოები თანმიმდევრულად მიჰყვება მოსწავლის წიგნის პარაგრაფებს და ეხმარება მოსწავლეს ახსნილი მასალის უკეთ დამახსოვრებაში.
რვეული გათვლილია როგორც კლასში, ისე სახლში სამუშაოდ, ახალი მასალის განმტკიცების ან განვლილი მასალის გასამეორებლად.
7,00 ₾ – 12,00 ₾