- 2014
- 36-160
- რბილი ყდა
- 19.50 X 26.50
- 9789941150814; 9789941403729; 9789941403712; 9789941403699
გერმანული 12
მოსწავლის წიგნი
გერმანული 12 Optimal B1 მოსწავლის წიგნი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებიც გერმანულს სწავლობენ, როგორც მეორე უცხო ენას. სახელმძღვანელო ითვალისწინებს ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის ნორმებს და ისეა აგებული, რომ მოსწავლემ სახელმძღვანელოს კურსის გავლის შემდეგ შეძლოს შესაბამისი დონის (Optimal B1) წარმატებით დაძლევა.
მოსწავლის წიგნის ნაწილი შეიცავს აუდიოჩანაწერებს თითოეული თავისთვის. დავალებებისა და სავარჯიშოების ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს:
- ინტერვიუები;
- დიალოგები;
- ნაწყვეტები რადიოგადაცემებიდან;
- ლექსები;
- სიმღერები.
სახელმძღვანელო ზუსტად ერგება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ სტანდარტს.
მოსწავლის რვეული
გერმანული 12 Optimal B1 მოსწავლის რვეულის სავარჯიშოები თანმიმდევრულად მიჰყვება მოსწავლის წიგნის პარაგრაფებს და ეხმარება მოსწავლეს ახსნილი მასალის უკეთ დამახსოვრებაში.
მოსწავლის რვეულის აუდიომასალა შეიცავს არაერთ აუდიოჩანაწერს, სიმღერასა და სავარჯიშოს, რომლებიც მოსწავლეებმა ძირითადად სახლში უნდა დაამუშაონ. მოსწავლის რვეულის მრავალი სავარჯიშო შედგენილია აუდიო მასალაზე დაყრდნობით და მათ გარეშე სავარჯიშოების დამუშავება შეუძლებელია.
ტესტების რვეული
გერმანული 12 Optimal B1 ტესტების რვეული განვლილი მასალი შესამოწმებლად და ცოდნის განსამტკიცებლად მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც დიდ დახმარებას გაგიწევთ. ტესტების რვეულის აუდიომასალა შეიცავს ტესტების მოსასმენ ნაწილს. ტესტების რვეულში ასევე მოცემულია ტესტების სწორი პასუხები.
მასწავლებლის წიგნი
გერმანული 12 Optimal B1 მასწავლებლის წიგნი აერთიანებს ძირითად რჩევებს და დამატებით ინფორმაციას. წიგნი შეიცავს ცალკეული დავალებების და სავარჯიშოების პასუხებს, სამუშაო ფურცლებს და ასლის ფურცლებს.
ბოლოში მოცემულია იმ მოსასმენი ტექსტების ტრანსკრიპციები, რომლებიც დაბეჭდილია მოსწავლის წიგნში ან მოსწავლის რვეულში.
ტესტების რვეულში ასევე მოცემულია ტესტების სწორი პასუხები.
აუდიომასალები
აუდიომასალებში გაერთიანებულია მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეულისა და ტესტების რვეულის მოსასმენი ტექსტები.
მოსწავლის წიგნის ნაწილი შეიცავს აუდიოჩანაწერებს თითოეული თავისთვის. დავალებებისა და სავარჯიშოების ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს:
- ინტერვიუები;
- დიალოგები;
- ნაწყვეტები რადიოგადაცემებიდან;
- ლექსები;
- სიმღერები.
მოსწავლის რვეულის აუდიომასალა შეიცავს არაერთ აუდიოჩანაწერს, სიმღერასა და სავარჯიშოს, რომლებიც მოსწავლეებმა ძირითადად სახლში უნდა დაამუშაონ. მოსწავლის რვეულის მრავალი სავარჯიშო შედგენილია აუდიო მასალაზე დაყრდნობით და მათ გარეშე სავარჯიშოების დამუშავება შეუძლებელია.
ტესტების რვეულის აუდიომასალა შეიცავს ტესტების მოსასმენ ნაწილს.
ელექტრონული ვერსიისა და აუდიომასალების სანახავად დააჭირე აქ
9,90 ₾