გეოგრაფია 7

მოსწავლის წიგნი

გეოგრაფია 7 ნაწილი 1 მოსწავლის წიგნი წარმოდგენილია ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებული ტექსტური ნაწილი.

ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ ცოდნა-ინფორმაციის მოწოდებას, არამედ 1-6 კლასებში ნასწავლი მასალის გააზრებას.

სახელმძღვანელოს  საგაკვეთილო ნაწილს ერთვის მრავალფეროვანი კარტოგრაფიული მასალა (თემატური რუკები, ასევე ნახაზები, ცხრილები, დიაგრამები, სქემები, ინფოგრაფიკები და სხვ.), ილუსტრაციები და თემატური მასალა (საინტერესო ცნობები, ფაქტები, მაგალითები).

თითოეულ თემას ახლავს დავალებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სრულდება გაკვეთილზე, ნაწილი კი გამიზნულია საშინაო სამუშაოსთვის.

ასევე სახელმძღვანელოში მოცემულია რუბრიკები – პრაქტიკული სამუშაო, გეოგრაფიული კვლევა, პროექტი.

გეოგრაფია 7 ნაწილი 1 მოსწავლის წიგნი ისეა აგებული, რომ თითოეული თავი მთავრდება შემაჯამებელი დავალებებით, რომელთა პასუხები მოცემულია მასწავლებლის წიგნში.

კითხვა-დავალებები და სავარჯიშოები ხელს უწყობს ინფორმაციის მოძიების, კლასიფიცირების, გაანალიზების, დამოუკიდებელი თუ ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას და შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მოსწავლის რვეული

გეოგრაფია 7 მოსწავლის რვეული (კონტურული რუკები) შესაბამისად თემატურად მიჰყვება სახელმძღვანელოს და ეხმარება მოსწავლეებს თემის უკეთ გააზრებაში.

დამატებითი სავარჯიშოები

გეოგრაფია 7 მოსწავლის რვეული (დამატებითი სავარჯიშოები) შესაბამისად თემატურად მიჰყვება სახელმძღვანელოს და ეხმარება მოსწავლეებს თემის უკეთ გააზრებაში.

მასწავლებლის წიგნი

გეოგრაფია 7 მასწავლებლის წიგნი-ს მიზანია, მასწავლებლებს გააცნოს სახელმძღვანელოს ფუნქცია, გაკვეთილების აგების პრინციპები, სტრუქტურა და მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები.

შეუქმნას წარმოდგენა გაკვეთილების დაგეგმვის ნიმუშებსა და საგაკვეთილო სცენარებზე. მასწავლებლის წიგნის უმთავრესი მიზანია, დაეხმაროს მასწავლებელს თანამედროვე გაკვეთილის დაგეგმვასა და ჩატარებაში.

მოსწავლის სახელმძღვანელოში თითოეული თავი მთავრდება ავტორების მიერ შედგენილი შემაჯამებელი დავალებებით, რომელთა პასუხები მოცემულია მასწავლებლის წიგნში.

კითხვა-დავალებები და სავარჯიშოები ხელს უწყობს ინფორმაციის მოძიების, კლასიფიცირების, გაანალიზების, დამოუკიდებელი თუ ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას; შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.

მასწავლებლის წიგნში მოცემული ნებისმიერი მითითება ხელს შეუწყობს საგნის პედაგოგებს სტანდარტით დაგეგმილი შედეგების მიღწევაში.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მარაგშია

3,00 12,00 

3-12 ქულა
  • 2019
  • 24-170
  • რბილი
  • 19.50 X 27.00
  • 9789941303982; 9789941304033; 9789941303999; 9789941304583; 9789941304002; 9789941306464