დიდედა და რვა ბავშვი ტყეში (წიგნი II)

ჩვენი პატარა მკითხველი უკვე იცნობს ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის წიგნს „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. ეს არის წიგნი ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, რომელსაც დიდი ინტერესით კითხულობენ ბავშვები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ ამ სერიის მეორე წიგნია.

მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა, წრიპა მორტენი, დედა, მამა და დიდედა – ყველანი ტყის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ახლა დიდედას საკუთარი ოთახი აქვს, სამოვრის მილს კი გაზქურასთან ახლოს სძინავს. მეორე სართულზე ბიჭებისა და გოგოების ოთახები და დედასა და მამას საძინებელია. ასე რომ, შინ თუ გარეთ, სივრცე ყველასთვის საკმარისია.

მარაგშია

8,90 

9 ქულა
  • 2022
  • 155
  • 14.50 X 21.50
  • 9789941370618
  • რბილი