- 2018
- 413
- 17.50 X 25.50
- 9789941239052
- რბილი
დარაჯები
ალან მური, შეიძლება ითქვას, გრაფიკული თხრობის მედიუმში ყველაზე ცნობილი ავტორია. ის არის უამრავი ჯილდოს მფლობელი ისეთი ნაწარმოებებისთვის, როგორებიცაა: „V ანუ ვენდეტა“, „ჯოჯოხეთიდან“, „მარველმენი“ და „ჭაობის არსება“. მის სახელს უკავშირდება „America’s Best Comics“-ის ხაზი, რომლის ფარგლებშიც არაერთ ნიჭიერ ილუსტრატორთან ერთად შექმნა „გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა“, „პრომეთეა“, „ტომ სტრონგი“, „ხვალის ამბები“ და „ტოპ ათი“. როგორც ჟანრის უმნიშვნელოვანესმა ნოვატორმა, ალან მურმა 1980-იანი წლების შემდგომ დიდი გავლენა იქონია კომიქსების ავტორთა მთელ თაობებზე. მისი ნაწარმოებები ისევ პოპულარულია, მკითხველთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იზრდება.
დეივ გიბონსი ამ ჟანრში 1973 წლიდან მოღვაწეობს. პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები მან არაოფიციალურ და სამოყვარულო გამოცემებზე მუშაობისას გადადგა. რეგულარულად თანამშრომლობდა Britain`s 2000 AD-სთან, რომლისთვისაც დახატა „ჰარლემის გმირები“, „დენ დეარი“ და იყო თანაავტორი კომიქსისა – Rogue Trooper. ამის შემდეგ, გიბონსმა ოკეანის ორივე მხარეს არსებულ თითქმის ყველა გამომცემელთან ითანამშრომლა. მის ცნობილ ნამუშევრებს შორისაა: „დოქტორი ვინ“, „სუპერმენი“, „ბეტმენი“, „მწვანე ლამპარი“, „მტაცებელი“, „უცხოები“, „ჰუგოს პრემიის“ მფლობელი „დარაჯები“ – ალან მურთან, ხოლო „მომეცი თავისუფლება“ და „მართა ვაშინგტონი ომში მიდის“ – ფრენკ მილერთან ერთად. მისმა ნახევრად ავტობიოგრაფიულმა ნაწარმოებმა „ორიგინალები“ 2005 წელს „აისნერის ჯილდო“ მოიპოვა. გიბონსმა იმუშავა პროექტზე „საიდუმლო სამსახური“ მარკ მილართან ერთად; გარდა ამისა, იგი ანიმაციური კომიქსების აპლიკაციის – MADEFIRE-ის კონსულტანტიც იყო.
15,00 ₾29,90 ₾
არ არის მარაგში